Home » მთავარი » ვეტერანთა დეპარტამენტში აუდიტის სამსახური შედის

ვეტერანთა დეპარტამენტში აუდიტის სამსახური შედის

,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების’’ წევრმა თამარ ამაშუკელმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მაჭავარიანმა ბრიფინგი გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით ვეტერანთა დეპარტამენტში აუდიტის სამსახური შედის თუმცა არ არის მითითებული -როდის და რა ვადებში მოხდება ამ პროცედურების ჩატარება.

,,თავისუფალი დემოკრატები’’ მოითხოვენ, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოკვლევა და არ გაიწელოს საარჩევნო პროცესის დასრულებამდე.

,,4 აგვისტოს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით ოფიციალური წერილი გაეგზავნა აუდიტის სამსახურს მოთხოვნით – აუდიტის სამსახური შესულიყო ვეტერანთა დეპარტამენში.

,,თავისუფალი დემოკრატებისათვის“ ვეტერანული არასამთავრობოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამოვლენილია საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი ფლანგვა, სამუშაო შტატების არარაციონალური ზრდა. აუდიტის სახელმწიფო სამსახურისგან მოვითხოვთ, რომ შემოწმება განხორციელდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, რათა გაირკვეს თუ სად და როგორ იხარჯებოდა ვეტერანებისთვის განკუთვნილი ფინანსები.

,,თავისუფალი დემოკრატების“ მიმართვამ აუდიტის სამსახურის მიმართ შედეგი გამოიღო და აუდიტის სახელმწიფი სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, აუდიტის სამსახური არაგეგმურად შეამოწმებს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ფინანსურ საქმიანობას, თუმცა არ არის მითითებული -როდის და რა ვადებში მოხდება ამ პროცედურების ჩატარება. ჩვენთვის, ,,თავისუფალი დემოკრატებისთვის“ უმნიშვნელოვანესია უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოკვლევა და არ გაიწელოს საარჩევნო პროცესის დასრულებამდე. ამ დეპარტამენტში არაერთი დარღვევაა, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და შესაბამისად ვითხოვთ სასწრაფო მოკვლევას’’.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...