Home » მთავარი » ვეტერანთა 73 არასამთავრობო უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართავს

ვეტერანთა 73 არასამთავრობო უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართავს

საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა 73 არასამთავრობო ვეტერანთა ორგანიზაცია უკრაინის გენერალურ პროკურორს სპეციალური განცხადებით მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

უკრაინის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს-ბატონ იური ლუცენკოს

საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა 73 არასამთავრობო ვეტერანთა ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება–შუამდგომლობა.

საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი, საქართველოს და უკრაინის პატრიოტი და გმირი, ვიცე–პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის მიერ შეთითქნილი ბრალდებით იქნა ძებნილად გამოცხადებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აღნიშნული პირი დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე.

საქართველოს ტრიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, ასევე უკრაინის ერთიანობის დამცველი მეომრები არა ვართ დაზღვეულები, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ რუსეთმა ანალოგიურად გამოგონილი ბრალდებებით მოითხოვონ თითოეული მებრძოლის, ვეტერანის, დაპატიმრება, წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადების საფუძველზე.

ექსტრადირების მოთხოვნის დაკმაყოფილება დამთავრდება გადაცემის შემთხვევაში სამშობლოს პატრიოტის ღირსებისა შელახვით, რაც მისი სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია. გთხოვთ გაითვალისწინოთ გიორგი ცერცვაძის დამსახურება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ პატიმრობიდან.

პატივისცემით:

1. ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“-ს, თავმჯდომარე საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, ვახტანგ გორგასლის კავალერი, ატო-ს მონაწილე, უკრაინის პატრიარქის მიერ მედლით „უკრაინისათვის თავგანწირვისა და სიყვარულისათვის“ დაჯილდოებული დარეჯან გუგეშაშვილი;

2. ავღანეთის ომის ვეტერანთა საქართველოს კავშირის თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ–მაიორი, კონსტანტინე შავიშვილი;

3. მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის ევროპის ქვეყნების კავკასიის ჯგუფის- კავკასიის ვეტერათა ცენტრის ხელმძღვანელი თადარიგის გენერალ–მაიორი გია თორაძე;

4. საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია – ვეტერანთა 30 ორგანიზაციის გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ წიქარიძე;

5. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ომბუდსმენი გიორგი თევზაძე;

6. ომის, შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა კავშირი „ვეტერანები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ზაალ სიხარულიძე;

7. ინვალიდ ვეტერანთა კავშირის „ერის ტკივილი“–ს თავმჯდომარე გოჩა ამირეჯიბი ;

8. კავშირი „იმედის“ თავმჯდომარე ნინო კვესაძე;

9. „ჩერნობილელთა კავშირის“ თავმჯდომარე ვაჟა ჩადუნელი;

10. აფხაზეთის მეომართა 18 ორგანიზაციის კავშირი „ჯიხა“, თავმჯდომარე თემურ ბაძაღუა;

11. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების იურისტი რობიზონ პაპიძე;

12. ინვალიდ მეომართა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს16 ორგანიზაციის კოალიცია გამგეობის თავმჯდომარე დარეჯან გუგეშაშვილი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...