Home » ინტერვიუ » ვეტერანი დაცული და დაფასებული უნდა იყოს, მხოლოდ ერთ დღეს არ უნდა ახსენდებოდეთ!

ვეტერანი დაცული და დაფასებული უნდა იყოს, მხოლოდ ერთ დღეს არ უნდა ახსენდებოდეთ!

ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ვეტერანების დაცულობა და თუნდაც ადამიანური დაფასება. რამდენად დაცულია დღეს საქართველოში ვეტერანი? როგორ უნდა მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება? ხდება თუ არა ვეტერანების პრობლემების მონიტორინგი და როროგ ხედავს არსებულ რეალობას ვეტერანთა ომბუდსმენი?

ამ საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს, უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს დავუკავშირდით.

– ბატონო გიორგი რამდენად აუცილებელია ვეტერანების დაფასება ?

– ვეტერანებთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა მსგავსია და ვითარება ამ თვალსაზრისით  საქართველოში წლების მანძილზე არსებითად არ შეცვლილა. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ბევრად ჩამორჩება საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს. სამწუხაროდ არ არსებობს გამოკვეთილი სახელმწიფო პოლიტიკა  საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა სფეროში.  მიუხედავად არასამთავრობო სექტორის საკმაოდ დიდი ძალისხმევისა და მცდელობისა, დღეს მოქმედი ხელისუფლება, ვერ აღითქვამს საზოგადოებაში დაგროვილ პრობლემებს და თითქოს  არ სურს დაინახოს  ვეტერანთა  სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევა და მთელ რიგ საკვანძო მიმართულებებზე ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა.
აღნიშნულზე წლების მანძილზე ვმსჯელობდით როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მედია საშუალებებთან. პრობლემების თაობაზე  საკითხი არაერთხელ დავაყენეთ პრინციპულად და კრიტიკულად. თუმცა სამწუხაროდ ვითარების მნიშვნელოვნად შეცვლის პერსპექტივები დღემდე არ ჩანს.

– რა მიმართულებით და რა პრობლემების დარეგულირებისთვის გიწევთ აქტიურობა და რამდენად შედეგიანი თქვენი მცდელობები?

–  მუდმივად გვიწევს მოქმედება პირველ რიგში ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სოციალური სარგებლის პაკეტის გაზრდისათვის, თუმცა ჯერ–ჯერობით არსებით წინსვლას ამ მიმართულებით ვერ მივაღწიეთ. ნაციონალების ხელისუფლების პირობებში სრულად იქნა იგნორირებული ვეტერანთა უფლებები და ვეტერანები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფად ჩამოყალიბდა. მაშინ როდესაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ვეტერანებზე და ცდილობს ადეკვატურად დააფასოს მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. იყო მცდელობები გარკვეული დისკუსიები დაწყებულიყო ვეტერანთა თემატიკაზე, თუმცა დიდი ძალისხმევის მიუხედავად დღემ არ არსებობოს გამოკვეთილი სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანთა საკითხებზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ვეტერანთა შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის ეტაპობრივი ჰარმონიზაციისა და ვეტერანთა სოციალური სარგებლის პაკეტის ეტაპობრივად გაზრდისკენ.
მრავალი პრობლემის ფონზე არის ზოგჯერ საბედნიერო გამონაკლისები, რომელიც უკავშირდება ინდივიდუალურ ფორმატში ცალკეული ვეტერანთა ყოფითი პრობლემების გადაწყვეტას. თუმცა ეს მაინც ერთეული შემთხვევებია.  საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენის აპარატმა  მოახდინა რეაგირება ცალკეული ვეტერანების მხრიდან სხვადასხვა ფორმით გამოხატულ პროტესტზე. ომბუდსმენის მხრიდან რეაგირება განხორციელდა ვეტერანის გიორგი ხიზანიშვილის მხრიდან განხორციელებულ პერმანენტულ პროტესტზე, რომელსაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან. უნდა ვაღიაროთ, რომ რთულ შედეგებზე პასუხისმგებელი კვლავ სახელმწიფო სამსახურებია, რომელთა არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად მიმართავს ვეტერანი არც თუ იშვით შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს და ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ რჩება ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ვეტერანის სათანადო მკურნალობაშია და რეაბილიტაციის პროცესი  უნდა აღინიშნოს, რომ ვეტერანთა ომბუდსმენის მიერ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში, კონკრეტული ვეტერანების სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით გასულ წლებში გაგზავნილი წერილები სამსახურის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.  გვსურს დადებითად შევაფასოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიტიური რეაგირება ვეტერან ნოდარ მაკრახიძის განცხადებაზე, რომელსაც ვეტერანთა ომბუდსმენის რეაგირების წერილის საფუძველზე თავდაცვის სამინისტრომ და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურმა გაუწია დადებითი რეკომენდაცია, თუმცა თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან გაუგებარი და არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა, რის გამოც  ამჟამად საკითხის სასამართლო დავის საგანს  წარმოდგენს. ჩვენ ვახორციელებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს და თვალს მივადევნებთ  პროცესებს. ვიმედოვნებთ, რომ, სასამართლო ორგანოები კანონიერ შეფასებას მისცემენ საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის ზემომითითებული სახელმწიფო ორგანოების მხარდამჭერ წერილობით დოკუმენტებს.

– თანამშრომლობთ თუ არა საქართველოს სახალხო დამცველთან ?

–  სახელმწიფო უწყებებს შორის გამოკვეთილი ადგილი უკავია სახლხო დამცველთან და მის აპარატთან თანამშრომლობა. წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ვეტერანთა ომბუდსმენს შორის მიმდინარე წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელმაც მხარეები თანამრომლობის ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ეს მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას კონკრეტულ თემატურ საკითხებზე. ეს ნამდვილად ისტორიული მემორანდუმია, რომელმაც საქართველოს ვეტერანებისათვის შექმნა მეტი იურიდიული შესაძლებელობები საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და კომპეტენციის ფარგლებში ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან ვეტერანთა უფლებების დაცვისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ პირველ რიგში შესამუშავებელია სწორი და თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა და მისი ეტაპობრივი და რეალური იმპლემენტაცია და არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე სურვილის დაფიქსირება.

– წლების მანძილზე პოლემიკის თემად რჩება ვეტერანთა ჰოსპიტალი. რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება დარეგულირდეს ვეტერანთა ჯანდაცვის პრობლემა?

– სამწუხაროდ ვეტერანთა ჰოსპიტალის თემა უფრო მეტად პოლიტიკირებულია ვიდრე ამის საფუძველი არსებობს. ეს საკითხი ვეტერანთა სფეროზე სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლებობით არის გამოწვეული. ჯანდაცვის პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ვეტერანებისათვის სპეციალიზებული მომსახურება  აუცილებელია, დანარჩენი ტექნიკის საკითხია. არსებითი არ არის ეს კონკრეტულ მატერიალურ–ტექნიკურ ბაზაზე განხორციელდება თუ მოხდება ამ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. ამ პრობლემაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს მწირი სახელმწიფო სახსრები, რომელიც საჭიროების  შესაბამისი ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს.

–  გაქვთ ურთიერთობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ?

– მიუხედავად ჩვენი სურვილისა სახელმწიფოს, მათ შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის  მხრიდან, ბოლო წლებში  თანამშრომლობის გამოკვეთილ  ინტერესს  ვერ ვხედავთ.  ეს აშკარად თვალსაჩინოა იმ ფონზე, როდესაც წინა წლებში ჩვენ და ჩვენი პარტიორი ორგანიზაცია საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია, რომელშიც  გაერთიანებულია ათობით ვეტერანული ორგანიზაცია და წარმოდგენს მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის ასოცირებულ წევრს, გვქონდა თანამშრომლობის გარკვეული ფორმატი. ვეტერანთა   მაშინდელი დეპარტამენტის  თხოვნით და ინიციატივით ჩართული ვიქენით და მონაწილეობას ვიღებდი დამკვირველის ტატუსით ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში, ასევე ვეტერანთა სტატსტუსი დამდგენ სახელმწიფო კომისიაში დამკვირველის სახით როგორც ნეიტრალური წარმომადგნელი. ეს ვითარება არსებითად შეიცვალა ბოლო წლებში სახელმწიფო ვეტერფანთა სახმსახურში ხელმძღვანელობის ცვილებები, რომელიც პირველ რიგში საზოგადოებრივ სექტორთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სურვილის შემცირებაში აისახა.  ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლების ცვლილებების პარალელურად შეიცვლება სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების სფეროში და სახელმწიფო უწყებების მხრიდან გაიზრდება საზოგადოებრივ სექტორთან მეტი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სურვილი. რაც პირველ რიგში თავად სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი.

– რამდენად აუცილებელია ვეტერანა ღვაწლის დაფასება და ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდა ?

–  არაერთხელ ავღნიშნე, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინდიკატორია, თუ რამდენად აფასებს ქვეყანა ღვაწლმოსილი ადამიანებს, მათ შორის ვეტერანებს, რომელაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქვეყნის წინაშე. საქართველოში ასობით ადამიანია, რომელთაც საკუთარი სისცოცხლეც კი გასწირეს ქვეყნის ინტერესებისათვის. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა სათანადოდ დააფასოს ვეტერანების მიერ გაწეული ღვაწლი. სახელმწიფოს ევალება ამ პირების დაფასებით მაგალითი მისცეს მომავალ თაობებს. ეს უმნიშვნელოვანესი  სახელმწიფოებრივი საკითხია იმ რეგიონული გამოწვევების ფონზე, რომელშიც საქართველო  იმყოფება. ყველა განვითარებული და ცივილიზებული ქვეყანა  აფასებს თავის ვეტერანებს. მაგალითის სახით ისრაელში ვეტერანს აქვს სამკერდე ნიშანი, რომელიც გამოაჩევს მას საზოგადოებაში. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ვტერანებს პატივისცემით და მოკრძალებით ეპყრობიან და პატივს სცემენ, რადგან ამ სახელმწიფოების მთავარი ღირებულებას წარმოადგენს  მომავალი თაობის სწორი აღზრდა, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და სახელმწიფოეობრივ ღირებულებებს  და ხელისუფლებას ვეტერანები მარტო წელიწადში ერთხელ 9 მაისს არ უნდა ახსენდებოდეს..

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...