Home » მთავარი » ვეტერანი უნდა იყოს დაფასებული, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს სამშობლოს დაცვის სტიმული!

ვეტერანი უნდა იყოს დაფასებული, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს სამშობლოს დაცვის სტიმული!

აღდგება თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა? – როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა, ასევე შეხვედრები გაიმართება ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც უწყების სამომავლო გეგმები დეტალურად გახდება ცნობილი, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახხურში გაწვევის წესთან მიმართებაში.
ახლა სხვაგვარად დავსვათ კითხვა – უნდა აღდგეს თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა?  ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ ამ საკითხზე პროფესიონალები, სწორედ ამიტომ აფხაზეთის ომის ვეტერანს, ტამიშის ბრძოლის მონაწილეს, ვეტერანს და პოლიტპატიმარს  მიხეილ ცილიკიშვილს დავუკავშირდით.

-თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა. ახალი მინისტრი აცხადებს, რომ შეხვედრები გაიმართება ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადენლებთან სხვადასხვა საკიტხზე და მათ შორის არის წვევამდელთა გაწვევის საკითხზე. უნდა აღდგეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური და რამდენად ეფექტური იყო ის დღემდე?  ან თუ აღდგება, ხომ არ საჭიროებს ფორმის და სტრუქტურის შეცვლას?

-რა თქმა უნდა, უნდა აღდგეს, აქამდე არ იყო ეფექტური რადგანაც, გაწვეულები მიჰყავდათ სადღაც, რაღაც დასაცავ ობიექტებზე, ხელფასს აძლევდნენ მინიმალურს, დანარჩენს იჯიბავდნენ, ჯარისკაცის საქმე სხვა რამეა, უნდა ივარჯიშოს ფიზიკურად და მორალურად სამშობლოს დაცვის გაუმჯობესების მიზნით.

ერთი კითხვა მაქვს კიდევ, რატომ არ მიყავთ ჯარში იეღოველები??? მარტო ჩემი დასაცავია სმშობლოოო??? უნდა წაიყვანონ და მებრძოლებისთვის სხვა და სხვა დასახმარებელი სამუშაოები უნდა დაავალონ, ბარაკის დალაგებიდან დაწყებული, სანგრის ამოთხრით დამთავრებული

უნდა აღდგეს და უნდა იყოს სამი წლის ვადით, შაბათ კვირას სახლში დასვენებით, ოჯახთან

-როგორ ფიქრობთ, ახდენს თუ არა გავლენას სამხედრო სავალდებულო სამსახური ახალგაზრდებზე , იცვლებიან თუ არა ჯარში მსახურობის შემდეგ?

-რა თქმა უნდა იცვლებიან და მაგ დროს უნდა ხელის შეშველება, სულის აღზრდა და ჩამოყალიბება სწორედ იმ ასაკში ხდება, როცა სამხედროში იწვევენ და კიდევ, ვეტერანების 22 ლარიანი დახმარება ახალგაზრდა თაობაში იწვევს სამშობლოს დამცველის დისკრედიტაციას, ვეტერანი უნდა იყოს დაფასებული, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს  სამშობლოს დაცვის სტიმული!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

9 წლიანი რეჟიმის გახსენება ჩემთვის საკმარისი არგუმენტია იმისთვის, რომ გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

„კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში,  შესაბამისად, ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ...