Home » მთავარი » “ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მიერ უკვე სასაცილოა…”

“ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მიერ უკვე სასაცილოა…”

“თვითმმართველობის სტატუსი არ უნდა გაუქმებულიყო”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.

შატბერაშვილი თვლის, რომ თვითმმართველი ქალაქები უკვე არსებულს კიდევ უნდა დამატებოდა, იგი, „მემარცხენე ალიანსის“ სახელით, გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს.

„პრეზიდენტის ვეტოს მოთხოვნას ჩვენ არ ვუერთდებით, თუნდაც თვითმმართველობის საკითხებში. ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის მიერ ეს არის უკვე სასაცილო. რაც შეეხება თვითმმართველობის საკითხს, ჩვენ ვთვლით, რომ უფრო მეტი თვითმმართველი ქალაქი უნდა გვქონდეს, გუბერნატორის ინსტიტუტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს“ -განაცხაადა სოსო შატბერაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...