Home » მთავარი » “ვიდრე სისხლიანი ადამიანები პოლიტიკაში არიან, ჩვენ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ”

“ვიდრე სისხლიანი ადამიანები პოლიტიკაში არიან, ჩვენ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ”

ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” წევრები ახალ გენერალურ პროკურორს მუხლოვანის სპეცოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის  საქმის  გამოძიებას სთხოვენ.

“ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მივცემთ, ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს გია კრიალაშვილის საქმეზე.  ჩვენ მის წინააღმდეგ აუცილებლად გავმართავთ აქციებს.  ის არის მკვლელი, რომელმაც მოკლა უდანაშაულო მოქალაქე და აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავარ პორკურატურას, თაროზე შემოდებული საქმე ჩამოიღოს თაროდან და გამოიძიოს“ – განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა მედიაჰოლდინგ “კვირასთან” გამართულ ბრიფინგზე.

“ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურისგან, გია კრილაშვილის საქმე, სადაც შავით თეთრზე ჩანს, როგორ არაადამიანურად ითხოვს მინისტრი გვამებს, გამოიძიოს. ვანო მერაბიშვილი დამკვეთია და ეს ძალიან კარგად ჩანს. მისი შეკვეთით იყო ეს მკვლელობა ჩადენილი და ის უნდა დაისაჯოს ამ მკვლელობის შეკვეთისთვის. რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ შემსრულებლებიც. სანამ სისხლიანი ადამიანები პოლიტიკაში არიან, ჩვენ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ“ – განაცხადა  ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა გამრეკელმა.

Facebook Comments
x

Check Also

“მეუფეები მრევლს აფრთხილებენ – არ დაარღვიოთ კონონი, თორემ დაჯარიმდებითო”

მიმდინარეობს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები და ალბათ შევთანხმდებით იმაზე, რომ სააღდგომო ლიტურგიის დროს არც ...