Home » ეს საინტერესოა » “ვივა აკადემიებს! ანუ გაიგე, გივი აკადემიკოსი გამხდარა?!.”

“ვივა აკადემიებს! ანუ გაიგე, გივი აკადემიკოსი გამხდარა?!.”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის  ვიცე-პოლკოვნიკი

ვივა აკადემიებს
ანუ რამდენი პროფესორი ჰყავს მარნეულის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალს?

„ვივა აკადემიებს – გუშინდელს თუ დღევანდელს,
ვივა სიბრძნის კელაპტრებს, – იყალთოებს, გელათებს.
__ ვივა, აკადემია!
__ ვივა პროფესორე!
__ სორე არისტოტელე
ან პლატონი სორე?“

შოთა ნიშნიანიძე

ერთმა ახლობელმა მითხრა, გაიგე, გივი აკადემიკოსი გამხდარა?
_ რა გაგება უნდა, ხომ ვიცი, რომ გივი მეცნიერებათა კანდიდატია, ან ალბათ უკვე დოქტორია და ვისაც ოდნავ სურვილი აქვს და მისწრაფება, თავისუფლად შეუძლია რომელიმე აკადემიის წევრი მაინც გახდეს. როგორც უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების, ასევე, დღესდღეობით აკადემიებისა და აკადემიკოსების ბუმია საქართველოში…

ერთ-ერთ აკადემიკოსზე მითხრეს, ამ შაბათს საკანდიდატოს იცავსო. მე ვიკითხე, თუ აკადემიკოსია, რაღად უნდა საკანდიდატო რომ დაიცვას-მეთქი. მიპასუხეს, აკადემიკოსი კი არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიაში, მაგრამ საკანდიდატო დისერტაციას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში იცავსო.

თავიდან საქართველოში ერთი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გვქონდა. ამ პერიოდში გვყავდა საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები, საბჭოთა კავშირის პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსები.
80-იან წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა საინჟინრო აკადემია. სწორედ აქედან დაიწყო აკადემიებისა და აკადემიკოსების ბუმი საქართველოში. ყველა, დიდი და პატარა, ქარხნის დირექტორი და მთავარი ინჟინერი საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი გახდა. ერთმანეთის მიყოლებით შეიქმნა ფაზისის, ეგრისის აკადემიები.
თუ არ ვცდები, ბოლო 5-6 წელიწადში ყოველ 2-3 თვეში ჩვენში თითო აკადემია იხსნება და სულ ცოტა 30-40 აკადემიკოსი გვემატება. ამ მხრივ რეზერვები ჯერ კიდევ ამოუწურავია. თუ გვაქვს ფაზისის და ეგრისის აკადემიები, რა დააშავა იყალთომ? მე-12 საუკუნეში იქაც იყო აკადემია და რატომ არ უნდა აღვადგინოთ?
თუ არის ლიტერატურისმცოდნეთა აკადემია, როდის უნდა შეიქმნას გეოგრაფთა, ასტრონომთა, ფიზიკოსთა, საზღვაო მეცნიერებათა, გეოლოგიურ მეცნიერებათა, ფილოსოფოსთა, ფსიქოლოგთა, არქეოლოგთა თუ ეთნოგრაფთა მეცნიერებათა აკადემიები? (შეიძლება აქედან ზოგი უკვე შექმნილია და ალბათ გამომრჩა, პრესაში არ წამიკითხავს ამ აკადემიების შექმნის შესახებ).

წინათ 5-10 წელიწადში თითო გამოჩენილ დიდ მწერალს თუ ირჩევდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეები, დემნა შენგელია და ალბათ კიდევ 2-3 კაცი), ახლა კი, ჩემი აზრით, 550 მწერალი სხვადასხვა აკადემიების აკადემიკოსია.

ერთი მხრივ, ალბათ ეს სწორია. ადრე ხშირად იყო, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ პოლიტექნიკური ინსტიტუტი თავიანთ ანგარიშებში წერდნენ, რომ მათთან მუშაობს ამდენი და ამდენი მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორი, პროფესორი თუ აკადემიკოსი.

ახლა, როცა საქართველოს მრავალ რაიონში არის 5-7 უნივერსიტეტი, ინსტიტუტი (და აკადემია), პრესტიჟის ამაღლების მიზნით საჭიროა, მათ ლექტორებად ჰყავდეთ აკადემიკოსები.

ამიტომ მოკლე ხანში ხარაგაულის, ხაშურის, ახმეტის, ლაგოდეხის თუ მარნეულის უნივერსიტეტებსა თუ ინსტიტუტებს შეეძლებათ თქვან, რომ მათთან ლექციებს კითხულობენ აკადემიკოსებიც.
ამას წინათ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში დიდი თანამდებობის პირს თბილისიდან მეგობრები ესტუმრნენ. თხუთმეტივე სტუმარი ერთ-ერთი ახლად დაარსებული აკადემიის აკადემიკოსი იყო და მეგობარს უთხრეს, ბარემ დაიცავი სადოქტორო და შენც აგირჩევთ აკადემიის ნამდვილ წევრადო.
უწინ უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში ჰყავდათ ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, ლექტორი, დოცენტი, პროფესორი.

რამდენიმე წელია სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღეს გააუქმეს ლაბორანტიც, მასწავლებელიც, უფროსი მასწავლებელიც, დოცენტიც და საქართველოს ყველა სახელმწიფო, კერძო ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში თუ აკადემიებში ყველას პროფესორი უწოდეს.

ამას წინათ ტელევიზორში გამოიყვანეს ერთი 25 წლის გოგონა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ, 12-მა პროფესორმა, ამ საკითხის მოგვარება ასე გადავწყვიტეთო“.

უკვე სასაცილოც კი აღარ არის, რადგან მარიკა ლორთქიფანიძეც, როინ მეტრეველიც, ტარიელ ფუტკარაძეც, თეიმურაზ გვანცელაძეც, თამაზ გამყრელიძეც, ბუბა კუდავაც, ნომადი ბართაიაც, გიორგი კალანდიაც პროფესორებია და 10 000 თუ 20 000 ლაბორანტი, მასწავლებელი თუ უფროსი მასწავლებელიც „პროფესორები“ არიან.
საზღვარგარეთის ამა და ამ ქვეყნებში უმაღლეს სასწავლებლებში ყველა პროფესორი ჰყავთო და ჩვენც ხომ უნდა მივბაძოთო მათ?

ჩვენ რომ ფაზისის, გელათის და იყალთოს აკადემიები გვქონდა, ბევრი ეგ ქვეყანა ველურობის ხანაში ცხოვრობდა და ბევრიც მაგათ ქვეყნებში ველურობას და „პიდარასტობას“ უბრუნდება და ჩვენც უნდა მივბაძოთ?
მე ვფიქრობ, თანდათანობით ყველაფერი დაიწმინდება, დაღვინდება, დალაგდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

საქართველოში იქნება იმდენი უნივერსიტეტი და ინსტიტუტი, რამდენიც საჭირო იქნება. თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს ეყოლება 10-12 პროფესორი და იქნებიან დოცენტები და მასწავლებლები. თანდათანობით აკადემიებს გადაერქმევათ სახელები და დაერქმევათ საზოგადოებები, ხოლო „აკადემიკოსებს“ – საზოგადოების წევრები.

P.S. სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს, ერთ-ერთმა რაიონმა გამომიგზავნა პიროვნება მათთან ოფიცრად დასანიშნად. ამ ახალგაზრდას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მხოლოდ სწავლის საკითხმა დამაეჭვა. მომიტანა უნივერსიტეტის მასალები, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი სწავლობდა მარნეულის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში.
გადავრეკე შინაგან საქმეთა სამინისტროში და ვიკითხე რა ვქნა-მეთქი.
მეორე თუ მესამე დღეს დამირეკეს სამინისტროდან და მითხრეს, ყველაფერი გადავამოწმეთ და შეგიძლია თავისუფლად მიიღოო.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...