Home » მთავარი » “ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს”

“ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს”

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე -პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და  ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების ამოქმედების შეჩერების ინიციატივით გამოდის.

„ეს არის მკვეთრად არასწორი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ასეთ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა რუსთავი 2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი იგრძნოს მოტყუებულად საქართველოს მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ.

თუ საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გაგრძელდება ასოცირების პროცესი ისე, თითქოს არაფერი მოხდარა, მაშინ შევახსენებ, რომ ამ პროცესს დასასრულიც აქვს“ – აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...