Home » მთავარი » ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დამტკიცდა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დამტკიცდა

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის 37 წევრმა დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.

შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

LIBE-ს კომიტეტში  შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ სავარაუდოდ ცნობილი გახდება პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის თარიღიც.

ამასთან საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტის წევრი მარია გაბრიელი “ტვიტერზე” წერს. 

41677537

ამასთან, მარია გაბრიელი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებები შეყოვნების გარეშე დაიწყოს.

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება ძალიან კარგი ამბავია. მომავალ კვირაში  დავიწყებთ ტრიალოგს საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე”, – წერს მარია გაბრიელი.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...