Home » მთავარი » “ვითხოვ მერაბიშვილის, გვარამიას, ნათელაშვილისა და კობიძის დაკითხვას!”-სარჩელი ბენიძის სასარგებლოდ

“ვითხოვ მერაბიშვილის, გვარამიას, ნათელაშვილისა და კობიძის დაკითხვას!”-სარჩელი ბენიძის სასარგებლოდ

დღეს, საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი „მემარცხენე ალიანსის“ აღმასრულებელი მდივნის, ყოფილი უკანონო პატიმრის, არჩილ ბენიძის სასარგებლოდ, მის  სარჩელზე საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესის მსვლელობისას ბენიძე გვარამიას, ნათელაშვილის და სხვათა დაკითხვას ითხოვდა.

„დღეს დასრულდა სასამართლო პროცესი საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ. სასამართლომკიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვა, რომ 2008 წელს ჩემი 8 თვიანი პატიმრობა იყო უკანონო და წინა ხელისუფლებისგან ვიდევნებოდი პოლიტიკური ნიშნით.

2008 წელს აღიძრა სისხლისსამართლის საქმე, სადაც მე ბრალი მედებოდაიმაში, რომ თითქოს ბადრი პატარკაციშვილს „ვუთეთრებდი“ 15 000 აშშ დოლარს. ამ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულებრივი, ორგანიზებული ჯგუფის შემქმნელი იყო შალვა ნათელაშვილი. ჩემი და ადვოკატების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ნათელაშვილი დაკითხული ყოფილიყო სასამართლოზე მაინც, ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან იგი გარიგებაში იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან და მაშინდელი გენერალური პროკურორის პირველ მოადგილესთან – ნიკა გვარამიასთან. ამიტომ მე გავხდი შალვა ნათელაშვილისა და ზემოთ ჩამოთვლილ დამნაშავე პირთა ბინძური გარიგების მსხვერპლი. 7 წელი დამჭირდა, რომ დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა, რაც სასამართლომ 2015 წლის დადგენილებით დაადასტურა.

სამართლიანობის აღდგენის მიზნით მე, როგორც ყოველმხრივ დაზარალებულმა, დევნილმა და უკანონო პატიმრადყოფილმა, 2015 წელს საქართველოს პროკურატური წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე და აი, დღეს, სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა ჩემი უდანაშაულობა და ჩემი უკანონო პატიმრობისა და დევნისათვის საქართველოს პროკურატურას ფულადი კომპენსაცია დააკისრა, თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ვერანაირი თანხა ვერ აანაზღაურებს იმ ზიანს, რაც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ, ვიდრე ამ უკანონობის დამკვეთი და ჩამდენი არ დაისჯება.

აქვე მინდა შევახსენო სამართალწარმოების პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსს, ბ-ნ ნადარეიშვილს, რომ ორი წელია უკვე შეტანილი მაქვს საჩივარი, სადაც ვითხოვ მერაბიშვილის, გვარამიას, ნათელაშვილისა და კობიძის დაკითხვას, ჩამოიღოს თაროდან ზემოთხსენებული საქმე და დაკითხონ ეს პიროვნებები, გამოარკვიონ, თუ რა ბინძური გარიგების მსხვერპლი ვიყავი, აღიძრას მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლის საქმე, რასაც არა მხოლოდ მე, არამედ სახალხო დამცველი – სოზარ სუბარიც ითხოვდა 2009 წელს, რასაც ციტატის სახით მოგახსენებთ: „მოხდეს ყველა იმ პირთა მიმართ სისხის სამართლებრივი დევნის დაწყება, ვისი ბრალეულობითაც არჩილ ბენიძე 2008 წლის 25 ივლისიდან იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში“.

მოვითხოვ რეალური დამნაშავეების დასჯას!“ – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ ბენიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა

Facebook Comments
x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...