Home » მთავარი » “ვინც ამოსულა ახმეტელის სადგურში ხვდება, რა კოშმარი ტრიალებს იქ!“

“ვინც ამოსულა ახმეტელის სადგურში ხვდება, რა კოშმარი ტრიალებს იქ!“

ალეკო ელისაშვილი მერიას მოუწოდებს, მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის ამოსასვლელის ამოქმედების ხარჯები 2017 წლის ბიუჯეტში ასახოს. განცხადებით საკრებულოს წევრებმა დავით ნარმანიას უკვე მიმართეს.

ამოსასვლელი 23 წელია დაკონსერვებულია და მისი აღდგენისთვის 15 მილიონი ლარია საჭირო. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, სადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე სატრანსპორტო კვანძი მნიშვნელოვნად განიტვირთება.

„ურბანული იდეების ლაბორატორიული შემოთავაზებაა, რომ ამ წლის ბიუჯეტში ჩაიდოს დაახლოებით 10-15 მილიონი ლარი ან ეტაპობრივად წლებზე გადანაწილდეს და ამოქმედდეს ეს სადგური. ალბათ, ვინც სარგებლობს მეტროპოლიტენით დ ამოსულა ახმეტელის სადგურში ხვდება, რა კოშმარი ტრიალებს იქ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი  ხასიათის შეხვედრა გამართა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს  საქართველოს ...