Home » მთავარი » ვინც რელიგიურ სიწმინდეებს შეურაცხყოფს, უსასტიკესად უნდა ისჯებოდეს – ლევან ვასაძე

ვინც რელიგიურ სიწმინდეებს შეურაცხყოფს, უსასტიკესად უნდა ისჯებოდეს – ლევან ვასაძე

„საქართველოში მამათმავალი ქრისტეს არ უნდა დასცინოდეს“, – ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.

ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ქრისტეს მაგინებელი თავისუფლად არ უნდა გადაადგილდებოდეს, ხოლო ქრისტეს დამცველები საპატიმროში არ უნდა ისხდნენ. „საქართველოში მამათმავალი ქრისტეს არ უნდა დასცინოდეს და მერე შეურაცხყოფისათვის ამ მამათმავლის მაგინებლები არ უნდა ისხდნენ „კამერაში“, ეს შეურაცხმყოფელი მამათმავალი კი თავისუფლად არ უნდა დასეირნობდეს!

იგივე ითქმის იმ ტუტუც ხალხზე, ვინც თურმე პრეზერვატივებზე ჩვენი წმინდანების სახეები გამოსახა. მინდა მივმართო ხელისუფლებას: თქვე კაი ხალხო, თუ შეურაცხყოფა დასჯადია, ამაზე მეტი შეურაცხყოფა არსებობს ამ ქვეყანაზე ქრისტიანისთვის? რატომ არ ზის ციხეში ამის გამკეთებელი და რატომ არცხვენთ მთელი პლანეტის მასშტაბით საქართველოს? რა მომავალი გელით თქვენ ამის მოთმენის შემდეგ?
თუ შესაბამისი კანონი არ გაქვთ, იმიტომ, რომ ლიბერალებმა არ მიგაღებინეს, სასწრაფოდ მიიღეთ ის, რათა ყველა, ვინც რელიგიურ სიწმინდეებს შეურაცხყოფს, უსასტიკესად ისჯებოდეს ჩვენს ქვეყანაში!
ვერ გავიგე, ტოლერანტობა თქვენ ის გგონიათ, რომ გარყვნილი ადამიანები ხელშეუხეუხებლები დასეირნობდნენ და ეროვნულ და რელიგიურ ღირებულებებს უკიდურესად შეურაცხყოფდნენ? ეგ არის თქვენი დემოკრატია და ევროპული გზა? მაშინ თქვენ თავს დააბრალეთ, როგორც დაამთავრებთ საკუთარ მოღვაწეობას საქართველოში! – აცხადებს ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში, რომელსაც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს ...