Home » მთავარი » ვინ არის მამაკაცი, რომელსაც ტრამპის მოკვლა სურდა

ვინ არის მამაკაცი, რომელსაც ტრამპის მოკვლა სურდა

   Reuters-ის ინფორმაციით ლას-ვეგასში, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ მამაკაცს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის მოკვლა სურდა.

როგორც NBC იუწყება, სანდფორდმა განაცხადა, რომ იგი ლას ვეგასში კალიფორნიიდან იმისათვის ჩავიდა, რომ ტრამპი მოეკლა და შაბათის საარჩევნო კამპანიამდე ერთი დღით ადრე ლას ვეგასში სროლის სწავლას შეუდგა.

სანდფორდი მოგვიანებით ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე მივიდა, ლას ვეგასის პოლიციის ოფიცერს მიუახლოვდა და უთხრა, რომ მას ტრამპისაგან ავტოგრაფი უნდოდა.

სასამართლოს ანგარიშში ნათქვამია, რომ 19 წლის სანდფორდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ოფიცერს ხელი ჩაავლო და იარაღის წართმევა დაუპირა.

BBC-ის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი სავარაუდოდ ბრიტანელია. მას დიდ ბრიტანეთში გაცემული მძღოლის მოწმობა აქვს და როგორც მან პოლიციას განუცხადა, წელიწადნახევარია რაც შეერთებულ შტატებში იმყოფება. 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

…როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების დონე მომავალ 5-10 წელიწადში…

ლევან ბოძაშვილი კონსტიტუციონალისტი ჩვენი პოლიტპარტიების და შესაბამისად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მათი განვითარებისა და განათლების ...