Home » თქვენი სათქმელი » “ვინ ეპატრონება საქართველოს და ვინ დაეხმარა მათ ამ საქმეში?!.”

“ვინ ეპატრონება საქართველოს და ვინ დაეხმარა მათ ამ საქმეში?!.”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

ვინ ეპატრონება საქართველოს სპარსელები, თურქები თუ არაბები? 

ვინ დაეხმარა მათ ამ საქმეში სააკაშვილი თუ კვირიკაშვილი? 

ორივე!

არაბებმა მე-7 საუკუნიდან რომ დაიწყეს დაპყრობითი ომები მათ აზიის, ევროპის და აფრიკის ტერიტორიებზე მრავალი სახელმწიფო ააოხრეს, მრავალ ტერიტორიაზე დასახლდნენ და ისინი არაბულ ქვეყნებად აქიეს. 
აზიაში არსებული არაბული ქვეყნები სადაც მრავალ ტერიტორიაზე უდაბნოებიც მრავლადაა ნავთობით ძალზე მდიდარია. ამ ქვეყნებში მოპოვებული ნავთობი მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის ძალზე დიდ რაოდენობას შეადგენენ.

ამჟამად მთელი მსოფლიო ნავთობზეა დამოკიდებული. ყველაფერი ძალზე სწრაფად ვითარდება. შეიძლება 30 წელიწადში მსოფლიოში ნავთობის რაოდენობა ძალზე შემცირდეს და ამ დროისთვის მიდის მუშაობა ტრანსპორტის მოძრაობისათვის ახალი ენერგიების გამოყენებისათვის.

უკვე მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა მასობრივად იწყებს ელექტრომობილების დანერგვას. 4-10 წელიწადში და შემდგომში მოხდება ტრანპორტის დიდი ნაწილის სხვადასხვა ენერგიით მოძრაობა და თანდათანობით აღარ იქნება საჭირო ნავთობის პროდუქცია. თანაც ნავთობის პროდუქცია თანდათანობით ილევა და ბევრ დიდ მწარმოებელს ალბათ 20-30 წელში საერთოდ აღარ იქნება. ამიტომ არაბული მოსახლეობა მასობრივად ცდილობს სხვდასხვა ქვეყნებში დასახლდნენ. მათ ამის ფული ხელზეც ბევრი აქვთ და ბანკებშიც. ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად მათ საქართველო შეარჩიეს.

ამ საქმეში მათ სააკაშვილიც ეხმარებოდა და კვირიკაშვილიც ეხმარება. არაბებმა და თურქებმა და ირანელებმა ფაქტიურად დაიკავეს თბილისში მთელი დავით აღმაშენებლის გამზირი და ამ გამზირს უკვე არაბები სხვა სახელით მოიხსენიებენ და არა აღმაშენებლის გამზირით.

ერთი წელია არაბებმა თბილისში რუსთაველის გამზირის ათვისებაც დაიწყეს. ბათუმს ჯერ თურქები ეპატრონებიან, მაგრამ არც არაბები ჩამორჩებიან.

როდესაც გინდათ შედით თბილისში იუსტიციის სახლში სავსეა სპარსელებით, ინდოელებით, თურქებით და ჩადრიანი არაბებით, ასევეა ბათუმშიც.

რა ხდება? სპარსელებს, ინდოელებს, თურქებს და არაბებს საქართველოს იუსტიციის სახლების მუშაობის გაცნობა აინტერესებთ? საქართველოს მთავრობამ, პირადად კვირიკაშვილმა ზოგიერთი ქვეყნიდან განუსაზღვრელი ვადით საერთოდ უნდა შეაჩეროს ტურისტული ან სხვა მიზნით მოსახლეობის შემოშვება. რა თქმა უნდა იმ ქვეყნების მოსახლეობის შემოშვება არ უნდა მოხდეს არც სხვა ქვეყნებიდან.
აქ მყოფი არაბი, ინდოელი, ირანელი მოსახლეობა უახლოეს ხანაში უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს.

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...