Home » მთავარი » ვინ მიიღებს 1 ივლისიდან წამლებს უფასოდ…

ვინ მიიღებს 1 ივლისიდან წამლებს უფასოდ…

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში უფასო წამლების პროგრამა იწყება. ზოიძე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსაც გამოეხმაურა. „უფასო წამლების პროგრამა ივლისიდან იწყება. ეს პროგრამა 100 ათასამდე მოქალაქისთვის იქნება და პენსიონერებს უდიდეს შვებას მოუტანს, რომელთაც პენსიიდან 30-40 ლარი წამლებზე ეხარჯებათ. მათთვის ეს შეღავათი იქნება და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – დასძინა ზოიძემ.

დაახლოებით 600 000 მოქალაქე, რომელიც სოციალურად დაუცველ პირთა ან ქრონიკულ დაავადებათა მქონე მარტოხელა პენსიონერთა კატეგორიას განეკუთვნება, საჭირო მედიკამენტებს ყოველთვიურად უფასოდ მიიღებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯერჯერობით საუბარია 30 დასახელების მედიკამენტზე. „აქამდე თუ პენსიონერს თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების ყიდვა სჭირდებოდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მას ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდება და ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს”, — განაცხადა სერგეენკომ.

პირველ ეტაპზე უფასო წამლებს ის პირები მიიღებენ, რომლებსაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები (მაღალი წნევა, გულის უკამრისობა, კორონარულ სისხლძარღვთა დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებები (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებური ჯირკვლის დაავადებები), ბრონქალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო.

Facebook Comments
x

Check Also

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა წინასაარჩევნო პერიოდზე რეკომენდაციები გაავრცელა

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა პრეზიენტაცია გამართა. პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს და პარტიის ერთმანეთისაგან ...