Home » მთავარი » “ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია, იზრდება სიყვარული საქართველოში”

“ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია, იზრდება სიყვარული საქართველოში”

-“მინდა, ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას ყურადღება მიაქციოს იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ არჩევნები წააგეს, – ამის შესახებ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო  ქადაგებისას განაცხადა.

საქართველოს პატრიარქმა მოსახლოებას  ქვეყანაში არჩევნების მშვიდობით ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ  დღეს მთელი საქართველო გამარჯვებულია.

„მინდა, მოგილოცოთ არჩევნების მშვიდობით ჩატარება. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. მინდა, ამავე დროს ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ერთი პარტიის კი არა,  მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია. სწორედ  ამას გილოცავთ. მინდა, ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ,  სიყვარული გამოიჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს. სინამდვილეში ყველანი, მთელი საქართველო გამარჯვებულია“, – ბრძანა უწმინდესმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელს კეტავს. ამის შესახებ ნათქვამია ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ...