Home » მთავარი » ვიქტორ ორბანი კანონის „შეაჩერე სოროსი” მიღებას აპირებს

ვიქტორ ორბანი კანონის „შეაჩერე სოროსი” მიღებას აპირებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ახალ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. მისი თქმით, მთავრობის ფორმირება უახლოეს 3-4 კვირაში მოხდება. „ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ, შეიცვლება მთავრობის სტრუქტურა”,- განაცხადა ორბანმა არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე.

ორბანის თქმით, არჩევნებში მოპოვებული შედეგების მიხედვით, მის გუნდს შესაძლებლობა ექნება მიიღოს კანონი სახელწოდებით “შეაჩერე სოროსი”, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებას აძლევს, აკრძალოს მიგრაციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები.

9 აპრილს, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერმინისტრის პარტიამ გაიმარჯვა.

ვიქტორ ორბანი უკვე 8 წელია, უნგრეთის მთავრობის მეთაურის პოსტს იკავებს. ის ცნობილია თავისი ხისტი დამოკიდებულებით მიგრანტების მიმართ. თუმცა, მისი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა მოსახლეობის დიდ ნაწილს მოსწონს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ორბანი გასული წლის  21 აპრილს  იყო. მაშინ თბილისში სტუდენტების ორი პარალელური აქცია მოეწყო. აუდიტორია 115-მა და CEU-ს კურსდამთავრებულებმა უნგრეთის ხელისუფლების მიერ CEU-ს წინააღმდეგ მიღებულ კანონი გააპროტესტეს. მეორე აქციაზე კი პირიქით, უნგრეთის ანტილიბერალურ პოლიტიკას დაუჭირეს მხარი.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი” (CEU) ჯორჯ სოროსის ფონდმა პოსტსაბჭოთა ბუდაპეშტში 1991 წელს დააარსა. უნგრეთის პარლამენტმა 3 აპრილს, განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად სოროსის უნივერსიტეტის დახურვა შესაძლებელი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამ მიზნის მიღწევას ორბანის მმართველი პარტია უნგრეთში დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...