Home » მთავარი » ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვიქტორ სანიკიძემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ვიქტორ სანიკიძემ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ კალათბურთელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“ეს არის ძალიან ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში … ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე ძვირფასი და ფასდაუდებელი რაც მე მერგო წილად, არის ქართველი ხალხის სიყვარული, გულშემატკივრის თანადგომა, რომელთა მხარდაჭერასაც ვგრძნობდი ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თითოეულ გამართულ მატჩზე .. ეროვნულ ნაკრებში გატარებული წლები არის ოქროს წლები, ამისთვის დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, ჩემს ძმებს, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გადამილახავს და რაც ყველაზე მთავარია ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი მქონია, მე თქვენთან ერთად გავიმარჯვე ამ ცხოვრებაში . კალათბურთი იყო, არის და იქნება ჩემი ნაწილი, მინდა პირობა მოგცეთ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვიქნები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნომერ პირველი გულშემატკივარი. დღეიდან მეც თქვენსავით ვიჯდები ტრიბუნებზე და ისევე ვუგულშემატკივრებ ჩვენ ნაკრებს როგორც ეს წლებია თქვენ აკეთებთ, რადგან ზუსტად ვიცი რამდენს ნიშნავს ეს თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის … მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას. დიდი მადლობა ყველას ვისაც კალათბურთი და საქართველო უყვარს!”, – წერს ვიქტორ სანიკიძე.

7 სექტემბერს “კაპიტნის წასვლის დროც დადგა” – კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა. ზაზა ფაჩულიას თქმით, მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა რთული იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა ახალგაზრდების დროა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“საშინელ სიზმარშიც არ დაგვესიზრმებოდა…”

დავით ნებიერიძე საზოგადოება “ივერია” -ვუსმინე შანდეროვიჩის ლექციას ტვ”დოჟდზე”, სადაც ის განიხილავს რუსეთში შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას ...