Home » მთავარი » “ვიწყებ იმ ხალხის ლუსტრაციას, ვინც არიან „ანტიპატრიარქისტები…“

“ვიწყებ იმ ხალხის ლუსტრაციას, ვინც არიან „ანტიპატრიარქისტები…“

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა იმ ადამიანების ლუსტრაციას იწყებს, რომლებიც ე.წ. დეკანოზის საქმის მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

„ვიწყებ იმ ხალხის ლუსტრაციას, როგორც სასულიერო პირების, ისე საერო პირების, ვინც არიან „ანტიპატრიარქისტები“. დაიწყება ამ ადამიანების ლუსტრაცია და ყველას დაერქმევა თავისი სახელი, ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმებას და სურთ სინოდარული მმართველობა. მოხდება ამ ადამიანების სათითაოდ დასახელება და იმ ფაქტების წარმოჩენა, თუ რა უნდათ მათ რეალურად, რატომ და რისთვის იბრძვიან დაკავებული დეკანოზის მხარდამჭერები“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მისივე თქმით, მათ, ვინც დაკავებულ დეკანოზს უჭერს მხარს, სურს, რომ საქართველოში პატრიარქის მმართველობა გაუქმდეს.

Facebook Comments
x

Check Also

“ნატოს წევრობის გარდა საქართველოს სხვა უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრემიერ-მინისტრის მიერ ნატოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება ...