Home » უცხოეთი » ვლადიმერ ზელენსკიმ სამ უკრაინულ ტელეარხს სანქციები დაუწესა

ვლადიმერ ზელენსკიმ სამ უკრაინულ ტელეარხს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სამ ადგილობრივ ტელეარხს სანქციები დაუწესა.

სანქციები და მაუწყებლობის შეწყვეტა შემდეგ ტელეარხებს შეეხო:

„112 უკრაინა“, NewsOne და ZIK. სანქციები ასევე დაუწესდა ოპოზიციური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ დეპუტატს, ტარას კოზაკს, რომელიც მედიაჰოლდინგი „ნოვოსტის“ მეშვეობით აღნიშნული ტელეარხების მფლობელია.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ სამი ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია.

„ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებაა. აღნიშნული ტელეარხები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და უკრაინაში მათ ხშირად იყენებდნენ, როგორც უცხოური პროპაგანდის ინსტრუმენტს“, – აღნიშნა ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველმა.

x

Check Also

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. „წინასწარი ...