Home » უცხოეთი » ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინა მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და არა აგრესორი სახელმწიფოს დაფინანსებულ პროპაგანდას

ვლადიმირ ზელენსკი – უკრაინა მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და არა აგრესორი სახელმწიფოს დაფინანსებულ პროპაგანდას

უკრაინა მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას და არა აგრესორი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროპაგანდას. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს სიტყვის თავისუფლებას. არა აგრესორი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროპაგანდას, რაც ძირს უთხრის უკრაინას, მის გზას ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არის ბრძოლა საინფორმაციო ომში სიმრთლისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, 2 თებერვლს უკრაინის პრეზიდენტმა აამოქმედა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სანქციები დაუწესდა ოპოზიციურ ფრაქცია „ოპოზიციურ პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ წევრ ტარას კოზაკს და ასევე სამ ტელკომპანიას – „112“-ს, „ნიუს უანს“ და „ზიკს“.

x

Check Also

„გრცხვენოდეს ბატონო სერგო” – თენგის ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც იგი „სტრატეგია ...