Home » მთავარი » ვოლსკი: ვერც წარმომოიდგენია რუსეთმა უკან გადადგას ნაბიჯი

ვოლსკი: ვერც წარმომოიდგენია რუსეთმა უკან გადადგას ნაბიჯი

  ეუთო საპარლამენტო ასამბლეის 25- ყოველწლიური სესიის მესამე სამუშაო დღე დაიწყო. დღეს მიმდინარე კონფლიქტები განიხილება, საუბარი იქნება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზეც.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის საერთო რეზოლუციის პროექტი განიხილება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა შესწორებები აქვთ შეტანილი.

ქართულ დელეგაციას 5 პუნქტი აქვთ შესწორებების, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, დევნილების პრობლემებს, მათი უფლებების დაცვასა და ეუთო-ს მისიის საქართველოში დაბრუნებას ეხება.

ოკუპაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

-„არის თემები, რომლებიც ეხება ოკუპაციას, აგრესიას, იმის აუცილებლობას, რომ პროცესი მოლაპარაკებისკენ წავიდეს და საკმაოდ მკაცრად აფასებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საოკუპაციო პოლიტიკა.

კომპრომისები არ არსებობს, ვერც წარმომოიდგენია რუსეთმა უკან რომ დაიხიოს, უკან გადადგას ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, ეს არის მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ. იცით რომ, რუსეთს არამარტო საქართველოსთან აქვს პრობლემა, საერთოდ, ზოგადად არის მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირება, სადაც საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს”- განაცხადა დეპუტატმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...