Home » მთავარი » ვოლსკი: საინტერესო ტენდენციები…

ვოლსკი: საინტერესო ტენდენციები…

პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს:

საინტერესოა გარკვეული ტენდენციები. 2017 წლის იანვარში:
. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 712,5 მლნ ლარი, რაც 26,3%-ით მეტია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე;
. საქართველოს ექსპორტი 45 პროცენტით გაიზარდა და 177 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
. საგარეო ვაჭრობა 22%-ით გაიზარდა.
. საქართველოდან 184 %-ით მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა – საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.
. ტურისტების რაოდენობა 32.4%-ით გაიზარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა.
. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26,1 პროცენტით გაიზარდა და 226.7 მლნ ლარი შეადგინა.
. Heritage Foundation: საქართველომ ეკონომიკური თავისუფლებით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილი დაიკავა
. ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები 18 ივნისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება.
. ზაფხულიდან ლონდონსა და პრაღაში რეგულარულ ფრენებს იწყებს „ჯორჯიან ეარვეისი“.
. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94%-ს მიაჩნია, რომ საბაჟო პროცედურები გამჭვირვალე და ბიზნესისთვის ხელშემწყობია. .

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...