Home » მთავარი » ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიაში 445 რეისი გადაიდო

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიაში 445 რეისი გადაიდო

ინდონეზიიის საკურორტო კუნძულის,  ბალის საერთაშორისო აეროპორტში 60 ათასი ტურისტი სახლში დაბრუნებას ელოდება.

აეროპორტი ვულკან „აგუნგის“ ამოფრქვევის  გამო  დილიდან დაკეტილია. გადადებულია 445 რეისი.  ის თვითმფრინავები, რომლებიც ამ კუნძულზე ახორციელებდნენ რეისებს, ახლომდებარე ქალაქების აეროპორტებში დასვეს.  აგუნგის ამოფრქვევის შედეგად საჰაერო სივრცე ნაცრით არის დაფარული, რომელიც 7600 მეტრ სიმაღლეზე აღწევს. ვულკანიდან  10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 24 ათასი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

 

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის მოწოდება არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია   ...