Home » მთავარი » „ვფიქრობ, მიწის იჯარით გაცემა სავსებით ნორმალურია, მაგრამ გაყიდვა დასაფიქრებელია!“

„ვფიქრობ, მიწის იჯარით გაცემა სავსებით ნორმალურია, მაგრამ გაყიდვა დასაფიქრებელია!“

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის წინ მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხი გააპროტესტა. მიწების უცხოელებზე გაყიდვის თემას „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალექსანდრე ქანთარია გამოეხმაურა:

„ასეთ დროს ყველაფერი ასაწონ-დასაწონია, მე პირადად მიყიდვის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ არ გვაქვს იმხელა ტერიტორია, მიწები ასე ვყიდოთ. იჯარით გადაცემა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ინვესტიციები აუცილებლად გვჭირდება. სერიოზულად საუბარია იმაზე, რომ მიწას ვერავინ მოიკიდებს და ვერ წაიღებს არ ღირს. აუცილებელია, რომ ეს მიწა ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიყენონ, იმიტომ რომ როცა შენ არ იყენებ, შემდეგ ამას უკვე სხვა იყენებს. ამისთვის მთელი რიგი პროგრამებია საჭირო, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს იმის ცდუნება, რომ „მოდი, გავყიდი, რაც არის, არის”. ამ საკითხს ბევრი მსჯელობა სჭირდება. ერთ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ უნდა ვყიდოთ ჩვენი მდინარე, წყალი, ტყე, მიწა და მეორე მხრივ, არ შეიძლება ეს მიწა არ იყოს გამოყენებული, იგივე ჩვენი სწრაფი ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ვფიქრობ, იჯარით გაცემა სავსებით ნორმალურია, თუნდაც ხანგრძლივ იჯარაზე იყოს საუბარი, მაგრამ გაყიდვა დასაფიქრებელია. საჭიროა ისეთი ვარიანტის პოვნა, რომელიც გრძელვადიან პერსპეტივაში ჩვენს ქვეყანას წაადგება და ხელს არ შეუშლის“,– განაცხადა ქანთარიამ.

https://www.youtube.com/watch?v=iyRz3s1sQps

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...