Home » მთავარი » ზაზა სარალიძე საპატრიარქოში ოჯახთან ერთად მივიდა

ზაზა სარალიძე საპატრიარქოში ოჯახთან ერთად მივიდა

ზაზა სარალიძე ამ წუთებში შევიდა საპატრიარქოში. ის იქ ოჯახის წევრებთან და ზვიად კუპრავასთან ერთად მივიდა, თუმცა კუპრავა შეხვედრაზე არ შესულა.

ზაზა სარალიძე პატრიარქს მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდება, ამის შესახებ მან საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა.

“შეხვედრაზე შევალთ მე მეუღლე და ჩემი ბავშვი, რომ ლოცვა კურთხევა ავიღო პატრიარქისგან, მეტი არაფერი”, – განმარტა სარალიძემ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, ის ამბობს, რომ მინისტრს არ შეხვდება:

“მე მინისტრს ორი თვის წინ ვეხვეწე და ვემუდარე და დღეს არა”, – განაცხადა სარალიძემ.

კუპრავას განცხადებით, მას აქვს სურვილი დაესწროს ამ შეხვედრას და ზაზა სარალიძეს დააბარა პატრიარქთან ამაზე თხოვნა. კუპრავას თქმით, ზაზა სარალიძე პატრიარქთან მივიდა იმ მიზნით, რომ მან მათი ბრძოლა დალოცოს.

ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა და საპატრიარქოდან მას მაშინვე გამოეხმაურნენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...