Home » მთავარი » ზაზა სიამაშვილი „ოცნებას“: …ო, ეს ,,მაგრამ”… ასე ვერ გაფრინდებით!…

ზაზა სიამაშვილი „ოცნებას“: …ო, ეს ,,მაგრამ”… ასე ვერ გაფრინდებით!…

„ჯიპას“ ლექტორი, რეიგანის ფონდის მეგობარი ზაზა სიამაშვილი „ქართულ ოცნებას“ სოციალური ქსელით მიმართავს:

-“გულწრფელად ვიტყვი: ახლაც ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი ვარ (თუმცა, როდემდე, უკვე აღარ ვიცი…)..მადლიერი ვარ ბიძინა ივანიშვილის და მისი ღვაწლის,. კრეტინი და დაუნახავი უნდა იყო, რომ მისი დამსახურება არ დაინახო, მ ა გ რ ამ….ო, ეს ,,მაგრამ” …მოკლედ, ახალ სახეებზე… რა უნდა ვთქვა თითოეულ მათგანზე, მაგრამ ზოგიერთის დანახვა ჩემთვის სრული გაოგნება და შეურაცხყოფა იყო და არისა. ამ სიის თავში თამარ ჩუგოშვილია, რომელიც არაფერით ჩამოუვარდება გიგაურ-ლომჯარია-ბოკერია-ჩერგოლეიშვილს და ამ კასტის ხერხემლის ერთ-ერთი მალაა!!!!

ახლა მეორე: ჰარვარდ-სტენფორდ-იელ-ემორის კურსდამთავრებული უნდა იყო, რომ პარლამენტში მოხვდე???? მეც მისწავლია (და არა ერთგზის!!!!)) ამერიკის უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ არასდროს ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის წინ არ დავაყენებ არხც კენტის, არც კლივლენდის უნივერსიტეტებს, ოღონდ, ცხადია, იმ უნივერსიტეტს ვგულისხმობ, რომელიც 2003 წელს დავტოვე, ანუ ვიდრე მას შეეხებოდა ბოკერია-ლომაია-რამიშვილის დეფორმირებული რეფორმა. ასე რომ, – არაფერი ბედენაა ამ ოკეანისგაღმა უმაღლესების ჩამოთვლა!!!!!! მე თუ მკითხავთ, უკიდურესი პროვინციალიზმია!!!!!!! თუკი რამეს მივაღწიე და წარმოვადგენ, ეს ჩემი, ლამის მსოფლიო სახელის მქონე ლექტორების წყალობითაა. მხოლოდ ვენერა ურუშაძე იკმარებს, ქალბატონი, რომელმაც ,,ვეფხისტყაოსანი” და ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშები თარგმნა!

ასე რომ, ტემზდალეული თუ თერგდალეული ხართ, ჯერ საკუთარს ეცით პატივი!!!!!! ასე ვერ გაფრინდებით, ასე ვერ გაიმარჯვებთ და დამარცხებისთვის ხართ განწირული”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

უბედური შემთხვევა მეტროსადგურ „სამგორში“, მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე ...