Home » მთავარი » ზაზა ფაჩულია საქართველოში ჩამოვა და ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

ზაზა ფაჩულია საქართველოში ჩამოვა და ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

ხვალ NBA –ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში ჩამოვა და ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს. როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონი გახდა. ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა „გოლდენ სტეიტმა“, ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი 19:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენციას გამართავს.

ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევრობასკეთისთვის მზადებას დაიწყებს.

„ევრობასკეტი 2017“ ოთხ ქვეყანაში რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში 31 აგვისტო -17 სექტემბერს ჩატარდება.

33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე „ორლანდოში“, „მილუოკიში“, „ატლანტასა“ და „დალასში“ თამაშობდა. შარშან ზაფხულში, მან არჩევანი ვარსკვლავურ „გოლდენ სტეიტზე“, საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა.

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...