Home » მთავარი » ზაზა ჭაია: მერე არ თქვათ, რომ არ იცოდით!

ზაზა ჭაია: მერე არ თქვათ, რომ არ იცოდით!

ზაზა ჭაია

“სამართალდამცველთა ლიგა”

-“მერე არ თქვათ, რომ არ იცოდით!
შიდა ქართლში თავის ნებაზე მოთარეშე ოკუპანტები, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ქართველებს იტაცებენ: ეკლესია-მონასტრებიდან, სალოცავებიდან, ბაღებიდან, სახნავ-სათესებიდან, საძოვრებიდან და ტყეებიდან. იტაცებენ არა მარტო ოკუპირებული მიწებიდან, არამედ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან და სამწუხაროდ გამკითხავი არავინ არის.

იტაცებენ ბავშვებსაც, რომლებიც სკოლებიდან სახლში ბრუნდებიან და ბუნებრივია არ არღვევენ, ,,სახელმწიფო საზღვარს”. რუსეთის ფედერაციასთან ,,დალაგებული” ურთიერთობების ფონზე, მარტო 2016 წ-ის იანვარ-ოქტომბერში, ოკუპანტებმა 84 ქართველი გაიტაცეს, რომელთაგანაც ოფიციალური ,,ჯარიმის” სახით 740 000 რუბლი ამოიღეს, რაც 2015 წ-ს გატაცებულ ქართველებისგან ამოღებულ თანხას – 273 000 რუბლს, ლამის 3-ჯერ აჭარბებს და ეს პროცესი წლიდან წლამდე მწვავდება. შეწუხდებით თუ თვალს გადაავლებთ მარტო 2016 წ-ის ოქტომბრის გატაცებათა ქრონიკას:
1.12/X/2016 – 29წ-ს მამაკაცის გატაცება ფლავისმანიდან.
2. 21/X/2016 – 57წ-ს ქალბატონის გატაცება ქარქუშაანიდან.
3. 22/X/2016 – 43წ-ს მამაკაცის გატაცება მეჯვრისხევიდან.
4. 24/X/2016 – 30წ-ს მამაკაცის გატაცება კირბალიდან.
5. 30/X/2016 – 49წ-ს მამაკაცის გატაცება კირბალიდან.
გატაცებებს თან ახლავს სროლა, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა, თუმცა ქართველების პატრონი არავინ არის. ხურჩაში, 31 წლის ვაჟკაცის მკვლელიც ხომ თავისუფლად გრძნობს თავს ოკუპირებულ აფხაზეთში და კარიერულ წინსვლასაც განიცდის. სახელმწიფოს კი, რომელსაც შიდა პოლიტიკური პროცესების იქით არაფერი აინტერესებს, ქართველების ღირსების დასაცავად უბრალოდ არ ცალია და თუ კიდევ რომელიმე ოკუპანტი ქართველს არ მოკლავს, აღარც საზოგადოებაში დასაცინად ქცეულ ,,აღშფოთება-შეშფოთებას” გამოხატავს!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...