Home » მთავარი » ზაზა ხატიაშვილი: სასამართლო მურუსიძეების გარეშე!

ზაზა ხატიაშვილი: სასამართლო მურუსიძეების გარეშე!

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ზაზა ხატიაშვილი 14 ივლისს აქციას აანონსებს. აქცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ 9:30 საათზე დაიწყება.

-„14 ივლისს, ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ 9-30 საათზე ვმართავ აქციას ,,სასამართლო მურუსიძეების გარეშე“. ვინც ვერ ეგუება სასამართლო სისტემაში მურუსიძეების პარპაშს – შემომიერდით! თანამემამულენო! როგორც მოგეხსენებათ, ქართული ოცნების პარლამენტის სიით არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ევა გოცირიძემ , ვახტანგ თორდიამ და კახაბერ სოფრომაძემ ხმა მისცეს ლევან მურუსიძეს . საზოგადოების პროტესტის შემდეგ მათ თავი იმართლეს და გვამცნეს, ლევან მურუსიძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სასამართლო სისტემაში და ამიტომ მივეცით ხმაო. ხვალ, თუ ,,ქართული ოცნების“ სამეული არ მისცემს ხმას თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის , მამია ფხაკაძეს , ჯემალ კოპალიანს, თამაზ ურთმელიძე, გიორგი ჩემიას და სხვა ოდიოზურ ფიგურებს სასამართლო სისტემა დაისვენებს და დაიწყებს ჭაობიდან ამოსვლის მცდელობას“-წერს ხატიაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...