Home » მთავარი » “ზალბერისგან “გაწნული სილისთვის უნდა ზღონ” – ჯანელიძემ, ციხელაშვილმა და ჟენევის ქართულმა დელეგაციამ”!

“ზალბერისგან “გაწნული სილისთვის უნდა ზღონ” – ჯანელიძემ, ციხელაშვილმა და ჟენევის ქართულმა დელეგაციამ”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

ევროკავშირიდან ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარის ჰერბერტ ზალბერის ამასწინდელი განცხადების შინაარსი, ნათლად მეტყველებს იმ პოლიტიკის სრულ ფიასკოზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებები წლების მანძილზე აწარმოებდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით! დიახ, ეს არის კატასტროფა, როდესაც საერთაშორისო ევროპული ორგანიზაცია, რომელიც აშშ-სთან ერთად ყველაზე მთავარ მოკავშირედ მიგაჩნია საქართველოს გამთლიანებისათვის პოლიტიკურ ბრძოლაში, აღმოჩნდება, რომ მის წარმომადგენელს სეპარატისტების და ოკუპანტის მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნია, რასაც არც მალავს და საჯაროდ ღიად საუბრობს ამაზე! სხვაგვარად, როგორ უნდა იქნას აღქმული მის მიერ გაკეთებული მესიჯები ცხინვალსა და სოხუმში?! ყოველივე ამის შემდეგ ბ-ნ ზალბერის, თბილისში, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში ნათქვამი სიტყვები, რომ იგი “მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, დამეთანხმეთ ცინიკურადაც კი ჟღერს!

სხვათაშორის, მან ბოდიშიც კი არ მოიხადა იმის გამო, როდესაც ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტ ბიბილოვს “პრეზიდენტად არჩევა მიულოცა”! საქართველოს ხელისუფლებამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებისაგან ზალბერის გადადგომა მოეთხოვა, “ჩაყლაპა” მისი უტაქტო, არაეთიკური და საქართველოსთვის წამგებიანი საქციელი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს!.. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დღემდე, საქართველოს ხელისუფლებების სტრატეგიამ და ტაქტიკამ ქვეყნის გამთლიანებისათვის წარმოებულმა არ გაამართლა და უპერსპექტივობის განცდა გააძლიერა, რაც საბედისწერო იქნება და საბოლოოდ დაასამარებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს! ამიტომ, თუკი ეს ძალუძს ამჟამინდელ ხელისუფლებას, აუცილებელია ახალი და რეალისტური სტრატეგიის შემუშავება და წარდგენა ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისათვის!.. მანამდე კი, ზალბერისგან “გაწნული სილის” საპასუხოდ, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ მთავარ საკითხზე (ქვეყნის გამთლიანება), მათ ადექვატურად უნდა ზღონ ამ მეტად მტკივნეული “ჩავარდნისათვის”!

კერძოდ, დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გათავისუფლდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მ.ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქ.ციხელაშვილი, აგრეთვე, ჟენევის ფორმატში მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა მთლიანად უნდა შეიცვალოს! უმოკლეს დროში, მოწვეულ იქნას საქართველოს პარლამენტის საგანგებო დახურული სხდომა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობა, რომელზეც განიხილება ერთადერთი საკითხი, – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესახებ!!!

Facebook Comments
x

Check Also

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ

სამართალდამცველები დღევანდელი დღისთვის სრულ მობილიზაციას აცხადებენ. პარლამენტის შენობასა და ეზოში გამკაცრებულია კონტროლი. აქ შეინიშნება სპეცდანიშნულების ...