Home » მთავარი » “ზალბერის განცხადებები მიუღებელია და ლოგიკური იქნება ჩანაცვლდეს ეს კონკრეტული პირი”

“ზალბერის განცხადებები მიუღებელია და ლოგიკური იქნება ჩანაცვლდეს ეს კონკრეტული პირი”

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გერმანელი დიპლომატის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის, მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მინისტრი ამბობს, რომ ზალბერის განცხადებები ქართული მხარისთვის მიუღებელია.

„ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ეს ვითარება, შესაბამისი კომუნიკაცია შედგა ევროკავშირთან. მე არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, ლოგიკური გაგრძელება იქნება ჩანაცვლდეს ეს კონკრეტული პირი. ხაზს ვუსვამ, რომ მიუღებელი არის ჩვენთვის ასეთ პოზიციები,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. დიპლომატიური გაურკვევლობის მთავარი მონაწილე იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...