Home » მთავარი » ზანთარია: პუტინი აფხაზეთში მოკავშრეს და პარტნიორს ხედავს

ზანთარია: პუტინი აფხაზეთში მოკავშრეს და პარტნიორს ხედავს

დღეს, 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა!!!

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიტენტის მრჩეველი ვლადიმერ ზანთარია „სპუტნიკთან“ აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში მოკავშრეს და პარტნიორს ხედავს.

-„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ დამოკიდებულებას, დღევანდელი ვიზიტი კოლოსალური მნიშვნელობისაა, რადგან მსოფლიოში არასტაბილური მდგომარეობაა. პუტინის ყოველი ვიზიტი რაღაც ახლის მომტანია, მისთვის კი ჩვენი ქვეყნის კიდევ სხვა მხარეების დანახვის კარგი საშუალებაა. პუტინი კარგად აცნობიერებს, რომ აფხაზეთს კარგი და მომგებიანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს, ასეო რომ ის ჩვენში საიმედო მოკავშირეს და პარტნიორს ხედავს“-განაცხადა ზანთარიამ.

პუტინის პირველი ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2009 წლის 12 აგვისტოს შედგა. მეორედ 2011 წელს ჩავიდა, როცა ბაღაბში გარდაიცვალა, პრეზიდენტის რანგში კი ოკუპირებულ აფხაზეთს პუტინი 2013 წელს ესტუმრა.

Facebook Comments
x

Check Also

ვისაც სურვილი გაქვთ ხანდაზმულებს და შეჭირვებულებს დაეხმაროთ…

თბილისის მერი მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას თუ მოსახლეს, რომლებიც ხანდაზმულებისა და შეჭირვებული ოჯახებისთვის საკვებ ...