You are here
ზაურ ნაჭყებია: მე ვემიჯნები „ქართულ მარშს”!!! მთავარი საზოგადოება 

ზაურ ნაჭყებია: მე ვემიჯნები „ქართულ მარშს”!!!

ზაურ ნაჭყებია

ჟურნალისტი

-ვისაც როგორც აწყობს, ისე გაიგოს , მაგრამ, ჭეშმარიტება ერთია-„ქართული მარშის”დღევანდელი აქცია მარტო ცარიელ კარში ბურთის გატანის იმიტაცია არ არის-ეს არც მეტი, არც ნაკლები, ქართული (პატრიოტული) მუხტის დისკრედიტაციის მცდელობაა.

კაცი ცხენს ვერ ერეოდა და უნაგირს ამტვრევდაო, სწორედ ასეა „მარშელების“ საქმე-მთავარ დამნაშავესთან (ალბათ გასაგებია, ვინც იგულისხმება)ურთიერთობის „გაფუჭებას“(გამწვავებას) ერიდებიან და სოროსის ოფისის დასალაშქრად მიდიან-თურმე ყველა ლიბერასტული იდეა(მათ შორის, ქართული მიწის უცხოელებზე და ბანკებზე გაყიდვა) სოროსელებისგან მოდის(ახალი ამბავი!)და ჯერ ისინი უნდა დააშინონ!

ვაი , ჩვენს თავს და უბედურ საქართველოს-რა გვეშველება ასეთი მოლაყბე-მოთამაშეების ხელში.ხალხი ყურთბალიშზე რომ ზის და შიშისგან და უილაჯობისგან რომ გატრუნულა, ვხედავ, მაგრამ, ასეთი მოჩვენებითი აქციებით უარეს სიტუაციაში რომ ჩავვარდებით, არც ამაში მეპარება ეჭვი!

სპონტანურად შეკოწიწებულ ჯგუფს, რომელსაც სამოქმედო სტრატეგია არა აქვს, ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა არ შეუძლია.პირიქით კი შეიძლება მოხდეს -ვინც მეტნაკლებად აანალიზებს, რაც ხდება ქვეყანაში და მზად არის რაღაცის შეცვლაზე იზრუნოს, ისინიც კი აპათიაში ჩავარდებიან !

თუმცა, ეს არ გვაძლევს უფლებას, სახლებში დამშვიდებულნი ვიჯდეთ, როცა ქართულ (მშობლიურ )მიწას უმოწყალოდ გვიყიდიან!

ქართული მიწა მარტო ჩვენი საცხოვრისი არ არის-ის სხვა ფასეულობაა, რომელსაც თვალიჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.როცა საკუთარ მიწას კომფორტზე დახარბებული შენივე თანამემამულის ხელით გართმევენ და შენ დუმხარ, სამშობლოს ისეთივე მოღალატე ხარ, როგორც ოცდაათ ვერცხლად გაყიდულები…

ნუ დაკარგავთ დროს ყალბი ლიდერების ძიებაში-ქართული სული აბობოქრდეს და ლიდერიც გამოჩნდება!

მე ვემიჯნები „ქართულ მარშს”!!!

Comments

comments

Related posts