Home » მთავარი » ზაფხულის ფესტივალი „ზედაზენთან“ და “ბარამბინოსთან” ერთად

ზაფხულის ფესტივალი „ზედაზენთან“ და “ბარამბინოსთან” ერთად

ზაფხულის ფესტივალი  „ზედაზენთან“ და   “ბარამბინოსთან” ერთად  სტარტს  10  ივნისს ქ. რუსთავიდან აიღებს.

ფესტივალის  ფარგლებში  ღონისძიებები გაიმართება  საქართველოს  ექვს  ქალაქში. წლევანდელი ფესტივალის  მასპინძელი ქალაქები,  რუსთავი,  გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და  ბათუმი    „ზედაზენის“  ლიმონათთან და „ბარამბინოსთან“  ერთად  უამრავ  სიურპრის ჰპირდებიან  პატარებს.

ღონისძიების  ფარგლებში   ყველა  სტუმარს  შესაძლებლობა ექნება დაგემოვნოს ზედაზენის ლიმონათი და  ბარამბინოს უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების  თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით – გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის  ჯადოსნურ  სამყაროში.

ლიმონათის ზუზუნა ბუშტუკი და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი  ღონისძიების განმავლობაში  იზრუნებენ თქვენი პატარების  განწყობაზე.

ზაფხულის ფესტივალი პირველ ივლისს  ბათუმში ერას მოედანზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურია (მეხუთედ ტარდება) და წელს წინა წლებთან შედარებით ბევრად მასშტაბურია.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გელოდებით ყველას. 

ზაფხულის ფესტივალის გრაფიკი :

10 ივნისი – ძველი რუსთავი (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია), დასაწყისი 18:00 სთ
16 ივნისი – გორი (სტალინის ბაღში, შადრევნებთან), დასაწყისი 18:00 სთ
18 ივნისი – თელავი (თეატრის მიმდებარედ), დასაწყისი 18:00 სთ
24 ივნისი – ქუთაისი (ბალახვანი, ასსაფეხურიან კიბესთან), დასაწყისი 18:00 სთ
25 ივნისი – ზუგდიდი (იუსტიციის სახლის მიმდებარედ – პარკში), დასაწყისი 18:00 სთ
1 ივლისი – ბათუმი (ერას მოედანი), დასაწყისი 18:00 სთ

Facebook Comments
x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...