You are here
“ზედაზენის” ახალი პროდუქტი- გემო, რომელიც ყველაზე ახლოა ლუდის ქართველი მომხმარებლისთვის ეკონომიკა მთავარი 

“ზედაზენის” ახალი პროდუქტი- გემო, რომელიც ყველაზე ახლოა ლუდის ქართველი მომხმარებლისთვის

ახალი ქართული პროდუქტი ბაზარზე.

მომხმარებლებს დღეიდან ლუდის ხარშვის განსაკუთრებული მეთოდით შექმნილი სასმელის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. სასმელში 5 სხვადასხვა სახეობის არომატული სვიაა გამოყენებული და ტრადიციული გერმანული მეთოდითაა დამზადებული.

„6 თვის მანძილზე ტარდებოდა Bilnd დეგუსტაციები მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს გემო არის ყველაზე ახლოს ლუდის ქართველი მომხმარებელთათვის,“ – განაცხადა ”ზედაზენის” წარმოების უფროსმა, დავით ნაზღაიძემ.

ქართული წარმოების ლუდი გემოვნური თვისებებითა და ბოთლის ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა.

„დიდხანს ვმუშაობდით სასმელის ბოთლის დიზაინზე. ვფიქრობ, რომ საოცარი შედეგია. დიზაინში ჩვენ შევიტანეთ ახალი, ტრენდული ელემენტები ისე, რომ კარგად გამოგვეხატა ბრენდის არსი. ვფიქრობ, რომ საინტერესო შედეგი მივიღეთ და ის მომხმარებლებისთვის მართლაც გამორჩეული იქნება,“ – განაცხადა ”PET Enginnering”-ის უფროსმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა, ედუარდო ოტეროროდრიგესმა.

Comments

comments

Related posts