Home » ანონსი » „ზედაზენის თასი“ – საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი

„ზედაზენის თასი“ – საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი

„ზედაზენის თასი“ – პირველი საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის

10-11 ივნისს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გაიმართება პირველი საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის „ზედაზენის თასზე“, რომლის საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარია.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრების ყველა უძლიერესი ახალგაზრდა ძიუდოისტი, აგრეთვე გერმანიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ტაჯიკეთის და ირანის გუნდები. შეჯიბრი გაიმართება ვაჟთა შორის 8 წონით კატეგორიაში. 10 ივნისს იჭიდავებენ -55კგ, -60კგ, -66კგ, -73 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები, ხოლო 11 ივნისს -81კგ, -90კგ, -100კგ და +100კგ.

“ზედაზენი“ ძიუდოს ფედერაციის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია!
#ჩვენ ერთად ვქმნით გამარჯვების ისტორიას!

 

Facebook Comments
x

Check Also

“ფრთხილად რძესთან! ფრთხილად ყველთან, მეგობრებო! ამჯერად მხოლოდ ეს იყოს…”

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე -15 წელია , ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ქართული ყველის ისტორიის კვლევაზე , სახეობების ...