Home » მთავარი » ზვარეში დაზარალებულების ადვოკატები სრულ ინფორმაციას ასაჯაროვებენ

ზვარეში დაზარალებულების ადვოკატები სრულ ინფორმაციას ასაჯაროვებენ

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წევრებმა ადვოკატებმა ფრიდონ სიხუაშვილმა და დავით ახალაურმა ზვარეში მომხდარი გახმარეულებული ფაქტის შესახებ წერილობით მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეს გიორგი თევზაძეს.

ადვოკატები, რომლებიც პროფკავშირის ხელმძვანელობის დავალებით იმყოფებოდნენ ზვარეში, დაზარალებულების სამართლებრივი დაცვის განხორციელების მიზნით დაზარებულებთან გასაუბრების შემდეგ წერილობით აღნიშნავენ:

„ 2016 წლის 7 ნოემბერს, ჩვენ ადვოკატები: დავით ახალაური და ფრიდონ სიხუაშვილი ვიმყოფებოდით ზვარეთში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულებთან: გიორგი პირველაშვილთან, ბეჟან სარალიძესთან და შოთა გურულთან, ასევე ვესაუბრეთ ტელეფონზე დაზარალებულ: დავით მუმლაძეს, ჩვენთან საუბრის დროს დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, ცემას, მუქარას, მცდელობას მათი ფიზიკური განადგურების, როგორც ფიზიკურ ასევე სულიერ შეურაცყოფას, რაც განახორციელეს კიდეც, რაც გამოიხატა მასში, რომ ,,ჩინური 23–ე ბიურო“ კომპანიის ხელმძღვანელობის, წამყვანი სამმართველოს ხელმძღვეანელობის და ჩინელი მუშებიის მხრიდან, ადრეც ადგილი ქონდა არაერთხელ ჩვენი თანამემამულეთა მიმართ, რომლებიც ყავთ დასაქმებული დისკრიმინაციულ მოპყრობას, დისკრიმინაციის წინააღმდეგ უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში ადგილობრივ დასაქმებულებს ათავისუფლებენ სამსახურიდან, უცხადებენ, რომ ისინი უნდა მოიქცნენ ისე, როგორც კომპანია ჩათვლის საჭიროდ და თუ ასე არ მოიქცევიან, უნდა დატოვონ სამსახურები, არანაირ შრომოთი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვას ადგილი არ აქვს, ადგილობრივი დასაქმებულები საუბრობენ, რომ მონურ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა, ხოლო ანაზღაურება საკმაოდ დაბალი აქვთ ჩინელ მუშებთან შედარებით და გაცილებით უარეს პირობებში უწევთ მუშაობა, რითაც არათანაბარ პირობებში იმყოფებიან ადგილობრივი ქართველი დასაქმებულები ჩინელ ჩამოყვანილ დასაქმებულებთან მიმართებით.

რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, მათ განგვიცხადეს რომ 2016 წლის 3 ნოემბერს მოხდარ დაპირისპირებას კომპანიასა და ადგილობრივ დასაქმებულებს შორის, წინ უძღოდა წინა დღით მომხდარი ინციდენტი, რომელიც დაიმალა, არც სამართალდამცავი და არც პროფკავშირების, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის ან იმერეთით სამხარეო ადმინისტრაციის მიერ არ იქნა გაჟღერებული, შეგნებულად იქნა დამალული და რეაგირების გარეშე დატოვებული, არადა აღნიშნული ინციდენტი იყო შემდგომში ჩინელების მიერ აგრესიის და სიძულვილის გამოხატვის საფუძველი, რაც გამოიხატა ჩვენი თანამემამულეთა ადგილობრივი მოსახლეობისა და დასაქმებულთა მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებაში, რომელიც მოიყვანეს კიდეც სისრულეში. როგორც დაზარალებულებმა განაცხადეს, წინა დღით სოფელ ზვარეთში მცხოვრებიმა ჩვენმა თანამემულეებმა, რომლებიც ფაქტობრივად ტყეში ცხოვრობენ, რომელთა ერთადერთი წყარო იმისა რომ გათბენ და საჭმელი მოიმზადონ არის მხოლოდ შეშა, რისთვისაც ისინი წასულები იყვნენ შეშის დასამზადებლად და სახლში მისატანად, რის გამოც მათ გზა გადაუკეტა ჩინელმა მუშებმა, პიკაპის ავტომანქანით რომელიც დატვირთული იყო რკინის ხელკეტებით, სასტიკად გაუსწორდნენ ჩვენს თანამემამულეებს, დღესაც უმძიმეს მდგომარეობაშია ერთ–ერთი დაზარალებული, ამის შესახებ არავინ საუბრობს და მათ შესახებ არავინ ზრუნავს, აღნიშნულ ფაქტის გაგრძელება იყო მეორე დღეს, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ადგილობრივი ჩვენი მუშები მივიდნენ სამსახურში, მათ გაპროტესტეს და უსაყვედურეს ჩინური კოპმანიის ხელმძღვანელობას მათ მიმართ და სოფლად მაცხოვრებელი თანამემამულეთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, ცემა, ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება და შეურაცყოფა, ნაცვლად კომპანიის და კომპანიის ჩინელი თანამშრომლების მხრიდან ბოდიშის მოხდისა, კვლავ გაგრძელდა ჯერ მორალური  და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა მასში, რომ ჩინელმა მუშებმა 50–ზე მეტმა ადამიანთა ჯგუფმა თავს დაესხნენ ჩვენს თანამემამულეებს და სასტიკად გაუსწორდნენ, მათი სამუშაო ტექნიკა და იარაღები, ასევე რკინის ხელკეტები გამოიყენეს და ისე უმოწყალოდ ცემეს და სურდათ მათი განადგურებაც კი, სხვა როგორ შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ალყაში მოაქციეს ტექნიკის გამოყენებით(ტრაქტორების) მეშვეობით, კლდესთან მოიმწყვრიეს და 50–ზე მეტი ხელკეტით შეიარაღებული ჩინელები სასტიკად ცემდნენ.  შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ დაზარალებულებისათვის აღმოეჩინათ სათანადო სამედიცინო დახმარება, ადგილობრივ ხელისუფლება თუ სამართალდამცავებს, მოხდა ისე რომ როგორც დაზარალებულები აღნიშნავენ, მცირედი დროით იმყოფებოდნენ სამედიცინო დახმარების პუნქტში, სადაც არ მიეცათ საშუალება ნორმალური და სრული სამედიცინო დახმარების გაწევის, ვინაიდან ყველა დაზარალებულს თავისა და სახის არეში ქონდათ უმძიმესი დაზიანებები რკინის ხელკეტებისა და ჩაქუჩის ჩარტყმით მიყენებული.  ნაცვლათ იმისა, რომ დაზარალებულები დაეწვინათ საავადმყოფოში, ისინი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფნი დილამდე პოლიციის შენობაში ამყოფეს.

ჩვენთან საუბარში დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ მათ მას შემდგომ არავინ დაკავშირებიათ, არც სამართალდამცავები და არც ადგილობრივი თვითმართველობის თუ რეგიონალური ხელმძღვანელები, მათ ჭირდებათ დამატებით მკურნალობები, სამედიცინო გამოკვლევები, დაზარალებულები ითხოვენ ფიზიკური დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის, განაცდური ხელფასის, ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების და მორალური ზიანის ანაზღაურებას, ასევე ითხოვენ უმკაცრესად დაისაჯონ ყველა ის პირები, ვინც მონაწილეობდნენ მათ სასტიკ ცემაში, ასევე გვთხოვეს მათ გაუწიოთ სამართლებრივი დახმარება როგორც სამართალდამცველ უწყებაში ასევე სასამართლოში და ყველა უწყებაში , რათა დაცული იქნას მათი კანონიერი უფლებები სრულად”-ნათქვამია წერილში.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა იქ არავითარი ცვლილება, არ მომხდარა, საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ – ბადრი ბიწაძე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის განცხადებით დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება „ავანტიურისტული და პოლიტიკურია“. ...