Home » მთავარი » ზვარეში დაზარალებულებს საავადმყოფოში მკურნალობის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ

ზვარეში დაზარალებულებს საავადმყოფოში მკურნალობის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ

ადვოკატთა ასოციაციის კორპუსის წევრები და ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის   თანადამფუძნებლები დავით ახალაური და ფრიდონ სიხუაშვილი ზვარეში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცვნენ  ვითარებას. ისინი შეხვდნენ და  გაესაუბრენ დაზარალებულ ქართველებს, რომლებიც ჩინური კომპანიის  თანამშრომლებმა, რომლებიც წრმოადგენენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს,  სასტიკად სცემეს. ფიზიკური ზეწოლის შედეგად დაზარალებულებმა არაერთი  დაზიანება მიიღეს.

ადვოკატები დავით ახალაური და ფრიდონ სიხუაშვილი შესაბამის  დაზარალებულების-გიორგი პირველაშვილის, ბაქარი სარალიძის, შოთა გურულის ინტერესებს დაიცავენ  როგორც სამართალდამცველ უწყებებში, ასევე სასამართლოში .

ადვოკატების ინფორმაციით ჩინეთის მოქალაქეების მიერ ნაცემ დაზარალებულებს, რომელთა ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო,  გუშინ საავადმყოფოში მკურნალობის საფასურის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ, ვინაიდან ჩინური კომპანია მათ ზიანს არ უნაზღაურებს. დავით ახალაურმა და ფრიდონ სიხუაშვილმა განაცხადეს , რომ სასამართლოში დაზარალებულების სასარგებლოდ ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ და მოუწოდებენ სამართალდამცავ სტრუქტურებს მხარში დგომისაკენ და ეფექტური  სამართლიანი გამოძიებისაკენ.

-„ არ შეძლება ჩვენი მოქალაქის ელემენტარულ უფლებებზე მაღლა დავაყენოთ საქართველოში შემოსული ნებისმიერი კონპანიის ინტერესები,  ჩვენის მხრივ აღნიშნული ფაქტი აყვანილია კონტროლზე და მიმდინარეობს საზოგადოებრივი მორიტორინგი“- განაცხადა უფლებადამცველმა  და  საქართველოს  ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი თევზაძემ.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...