Home » მთავარი » ზვიად გონაძე: სოსო ოსურაული სავარაუდოდ დაიღუპა

ზვიად გონაძე: სოსო ოსურაული სავარაუდოდ დაიღუპა

კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავზე სოსო ოსურაულზე დღეს  საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადება გაკეთდა.

სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის 11აგვისტოს 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95/

როგორც საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილემ, ზვიად გონაძემ განაცხადა, სოსო ოსურაული სავარაუდოდ დაიღუპა.

“ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოყვა. შესაძლოა დაღუპულთა შორის იყოს იოსებ ოსორაულიც. ჩვენ ამ საკითხის გადამოწმებას ვცდილობთ, თუმცა პასუხი ჯერ ვერც საერთაშორისო ორგანოზაციებიდან მივიღეთ,”- განაცხადა ზვიად გონაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა კონგოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს სოსო ოსორაულის ძმაც ესწრებოდა.

აღნუშნულ საქმეზე ადრე კომენტარს აკეთებდა თავად თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიას თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა კონგოს მთავრობასთან.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a5/

 

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...