Home » მთავარი » ზვიად კვირიკაძე: მოხდა ჩემი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის დისკრედიტაცია!

ზვიად კვირიკაძე: მოხდა ჩემი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის დისკრედიტაცია!

ამ დილით სააგენტოს საინიციატივო ჯგუფის მიერ მაღალმთიან აჭარაში 73-ე მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი იურისტი ზვიად კვირიკაძე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ცესკომ პრობლემები შეუქმნა, რითაც მისი დისკრედიტაცია მოხდა.

-მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციაზე 2016-წლის 20 აგვისტოს N84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნოდარ მელაძემ სრულიად უკანონოდ გამოსცა განკარგულება N07/2014 “საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატის ზვიად კვირიკაძის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ”, მოტივით საჭირო და განსაზღრული მინიმალურ ოდენობაზე (519) ნაკლები ხელმოწერები აღმოჩნდა, რაც რეალურად გამოწვეული იყო მათ მიერვე სპეციალურად, გამიზნულად შეცდომაში შეყვანით, ჩვენ რეალურად გვქონდა მინიმალურ ოდენობაზე ბევრად მეტი ხელმოწერები თუმცა ის სრულად მათივე პოზიციის გამო ვერ და არ წარვადგინეთ რაზეც ვფიქრობდით რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლის “მხარდამჭერთა სიების შემოწმება” მეორე ნაწილის მიხედვით ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიას აღნიშნულ ფაქტზე ჩვენთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტის მიმართ უნდა მოეცა ორი დღის ვადა ხარვეზების შესავსებად რაც არ გააკეთა და ამით დაარღვია საარჩევნო კოდექსი, ასევე დაარღვია აღნიშნულით საქართველოს საარჩევნო კოდექსის მთელი რიგი სხვა ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია, რადგან ამით შეაფერხა არჩევნებში მონაწილეობისა და არჩევანის გაკეთების უფლება.

-ამბობთ, რომ მოხდა კანონდარღვევა, არ გაასაჩივრეთ?

-რა თქმა უნდა, გასაჩივრებულ იქნა ხსენებული განკარგულება, რომლითაც ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გაუქმებას და ხარვეზის შესავსებად ორდღიანი ვადის დადგენას. აღნიშნული საჩივრის მიღებასთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შექმნა პრობლემები, ასევე წინასწარ გამოთქვეს აზრი რომ არ იქნება განხილული ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც ფაქტობრივად დისკრედიტაციას ახდენენ დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის და ასევე ამომრჩეველს ართმევენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ არჩევანის უფლებას.

 -სხვა კანდიდატებსაც შეექმნათ პრობლემა თუ მხოლოდ თქვენ?

-დიას, სხვადასხვა ხერხებით ყველას უშლიან ხელს. N84 ხულოს ოლქის ქმედებებით დასტურდება, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებს სხვა კონკურენტი არ ჰყავდეთ. მოქმედი საარჩევნო კოდექსი ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამის გამო კანონის ავტორები და მიმღებები სისხლის სამართალში უნდა იქნენ მიცემულნი მათ მიერ გამოჩნილი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის და საერთოდ, ჩემი მიზანია ახალ და შემდგომ ყველა მოწვევის პარლამენტში შეიქმნას ძველი და ახალი პარლამენტართა საქმიანობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომისია, რატა დაუსჯელობის სინდრომი აღარ არსებობდეს და მეტი ყურადღებით მიუდგნენ დაკისრებულ მოვალეობას.

-რადგან რეგისტრაცია ვერ გაიარეთ, გამოდის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აღარ მონაწილეობთ.

-დამოუკიდებელ კანდიდატად ვეღარ მივიღებ მონაწილეობას, მაგრამ ამ ეტაპზე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან მიმდინარეობს კონსულტაციები. ვეძებ პარტიას, რომელიც არ არის გასვრილი პოლიტიკურ სიბინძურეში და ჩვენი იდეები დაემთხვევა ერთმანეთს. ასე რომ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მივიღებ, კანონდარღვევა კი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...