Home » მთავარი » ზვიად ტომარაძე: დაძაბული სიტუაციიიდან ისევ ფერეიდნელებმა გამოგვიყვანეს!..

ზვიად ტომარაძე: დაძაბული სიტუაციიიდან ისევ ფერეიდნელებმა გამოგვიყვანეს!..

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე ფერეიდნელი ქართველებისთვის სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლის დროსაც საქართველოში ჩამიდიან ჯგუფები ფერეიდანიდან და ქართულ ენას და სიმღერებს სწავლობენ. ტომარაძემ ფერეიდნელი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაც ითხოვა პრეზიდენტისგან. სწორედ ამ თემაზე რამდენიმე ხნის წინ ტომარაძე აცხადებდა:

-„პროექტში მონაწილე ფერეიდნელების პირველმა ჯგუფმა ორთვიანი კურსი გაიარა ქართულ ენაში, ყველანაირი საბუთი ჩააბარა იუსტიციის სამინისტროში, თითოეულმა გადაიხადა მოქალაქეობის საფასური 250 ლარი, გაიარა ონლაინ–გასაუბრება სკაიპით, მოქალაქეობაზე რეკომენდაცია მისცა საქართველოს ორმა მოქალაქემ. ჰოდა პარასკევს იუსტიციის სამინისტროს კომისიამ რომელიც 4 კაცისგან შედგება განაცხადეს, რომ თუ ფერეიდნელები ამ კვირაში ირანიდან საქართველოში არ ჩამოვლენ მოქალაქეობას ვერ მიიღებენ!“

როგორც ტომარაძე ამბობს, ამის შემდეგ ის კიდევ ერთხელ ესაუბრა იუსტიციის სამინისტროს, საიდანაც პასუხი მიიღო, რომ დრო სჭირდებოდათ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

„ ავუხსენი, რომ თუ გააგრძელებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას და ფერეიდნელებს მოქალაქეობას არ მისცემენ, პრეზიდენტი შეპირებისამებრ მათ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობას მაინც მისცემს, ხოლო იმ კომისიის წევრებს კი საქვეყნოდ სახელ–გვარით გამოვაჭენებ და ვერ გადაურჩებიან ჩვენი მოქალაქეების რისხვას!!! მოკლედ დაველოდოთ, მოქალაქეობაზე პასუხი იუსტიციიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა იყოს!”-მიმართა საზოგადოებას ტომარაძემ, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ფერეიდანიდან 9 კაციანი ჯგუფი ისევ ჩამოდის საქართველოში და იუსტიციის სამინისტროში მიდის.

„იუსტიციის სამინისტრომ რომ განაცხადა ფერეიდნელები ჩამოვიდნენ, თორემ მოქალაქეობას არ მივცემთო, ამაზე უკვე გითხარით. მათთან ძალიან მძიმე საუბარი რომ მქონდა, იმაზეც მოგახსენეთ. ჰოდა ამ დაძაბული სიტუაციიიდან ისევ ფერეიდნელებმა გამოგვიყვანეს, პროექტში მონაწილე პირველი ჯგუფი 9 კაცის შემადგენლობით, სამშაბათს თბილისში იქნება და იუსტიციის სამინისტროში მივა გასაუბრებაზე!!!-აცხადებს ტომარაძე.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის კომისია, ამაზე უკვე ფერეიდნელების ჩამოსვლის შემდეგ გვეცოდინება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...