Home » მთავარი » ზვიად ტომარაძე: ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა!

ზვიად ტომარაძე: ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა!

  „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა” ფაქტიურად გაიზიარა ჩემი საკანონმდებლო წინადადება და დასკვნაც მოამზადა.

-„მეგობრებო ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა!  20 ივნისს “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა” ფაქტიურად გაიზიარა ჩემი საკანონმდებლო წინადადება (ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობის ამოღება) და მზადყოფნა გამოთქვა ამ და სხვა საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტზე იმუშაოს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან“-აცხადებს ტომარაძე.

   საზოგადოებამ უკვე იცის, რომ   ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოქალაქე ზვიად ტომარაძის საკანონდებლო წინადადებაზე საქართველოს კანონიდან „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სისხლის სამართლისა და შრომის კოდექსის ნორმებში დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნების ამოღების თაობაზე, დასკვნა მოამზადა.

კომიტეტის დასკვნას უცვლელად გთავაზობთ:

„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2016 წლის 5 ივნისს სხდომაზე განიხილა მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონდებლო წინადადება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით.

საკანონდებლო წინადადების ავტორის მიერ შემოთავაზებულია, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორიმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამის ნორმებში დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნას მითითება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებზე.

საკითხის განხილვის პროცესში კომიტეტმა აღნიშნა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2014 წლის 2 მაისს და მასში აისახა საქართველოს კოსნტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული პრინციპი ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.

ასევე აღინიშნა, რომ ეს პრინციპი არ იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით შემოთავაზებული ნოვაცია. ამ კანონის მიღებამდეც, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი არსებობდა სხვადასხვა კანონში, მათ შორის: 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (მუხლი 6); 2000 წლის 5 მაისის კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ (მუხლი 6); 2004 წლის 23 დეკემბრის კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლი 56); 2010 წლის 17 დეკემბრის „შრომის კოდექსი“ (მუხლი 2); 2012 წლის 27 მარტის ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში (მუხლები 53, 142).

ამდენად, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა საკანონდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილება, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ პრინციპი ისედაც დაცულია სხვადასხვა კანონით.

დისკრიმინაციის დაუშვებლობა ნებისმიერი ნიშნით აღიარებულია ქვეყნის ძირითადი კანონით – საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით.

კომიტეტს ასევე აქვს ინიცირებული სხვა ცვლილება ამ კანონში და შესაძლებელია, გაგრძელდეს მუშაობა.

კომიტეტი მიიჩნევს, რომ საკანონდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილების გაზიარების ან არგაზიარების შემთხვევაშიც არ იცვლება დისკრიმინაციის აკრძალვის ძირითადი პრინციპი – არც ერთი ნიშნით არ შეიძლება ძალადობისა და დისკრიმინაციის დაშვება.

შესაბამისად, ამ საკითხზე შეთანხმებული პოზიციის განმსაზღვრელი არის ეს პრინციპი, მით უფრო, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სხვა კანონებში არსებობს მსგავსი ჩანაწერი.

ამდენად, კომიტეტი ამ საკითხის გადაწყვეტის დროს ხელმძღვანელობს სწორედ ამ პრინციპით და მზად არის დამატებით ამ და სხვა საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტზე იმუშაობს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან“- წერია დასკვნაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

…როგორი იქნება ჩვენი ცხოვრების დონე მომავალ 5-10 წელიწადში…

ლევან ბოძაშვილი კონსტიტუციონალისტი ჩვენი პოლიტპარტიების და შესაბამისად ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მათი განვითარებისა და განათლების ...