Home » მთავარი » ზუგდიდში „ქართული ოცნების“ სამი ახალგაზრდა სცემეს

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ სამი ახალგაზრდა სცემეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სცემეს. როგორც ადგილიდან „ინფო 9“-ის კორესპონდენტი იტყობინება, სულ სამი ახალგაზრდაა ნაცემი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიკა დემეტრაძეა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. აღნიშნული ფაქტი თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაშიც ჩანს. თვითმხილველების ცნობით, გოგონას თავში ქვა აქვს ჩარტყმული.

ასევე, ნაცემები არიან თემუკა მიქავა და ნიკა ძიმისტარაშვილი.

დაშავებულები ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა. ისინი ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, სოფლის ყოფილი გამგებელი, „ნაცმოძრაობის“ წევრი პაპუნა კუკავა ახალგაზრდებს თავს დაესხა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში ნაცემ პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ზუგდიდის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ.

როგორც ადგილიდან „ინფო 9“-ის კორესპონდენტი იტყობინება, სულ სამი ახალგაზრდაა ნაცემი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიკა დემეტრაძეა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ასევე, ნაცემები არიან თემუკა მიქავა და ნიკა ძიმისტარაშვილი.

შემთხვევა ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ კარდაკარის აქციის დროს მოხდა. ისინი ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ინფორმაციით, სოფლის ყოფილი გამგებელი, „ნაცმოძრაობის“ წევრი პაპუნა კუკავა ახალგაზრდებს თავს დაესხა.

„ინფო 9“-ის ინფორმაციით, კუკავა დასაკითხად პოლიციაში გადაჰყავთ. მისი თანაგუნდელები კი მედიისთვის კომენტარის გაკეთებას გეგმავენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: ინფო9

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...