Home » მთავარი » თავდაცვის სამინისტრო დაღუპული თადარიგის ოფიცრის ოჯახს უსამძიმრებს

თავდაცვის სამინისტრო დაღუპული თადარიგის ოფიცრის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალებისას დაღუპული თადარიგის ოფიცრის, დავით სიხარულიძის, გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

სამძიმრის განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დავით სიხარულიძე 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, დავით სიხარულიძე, ორი დღის წინ დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად, შეტაკებების დროს დაიღუპა.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...