Home » მთავარი » “თავდაცვის სამინისტრო საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს!”

“თავდაცვის სამინისტრო საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს!”

გიორგი ლილუაშვილი

პარტია “საქართველო”- ს თავმჯდომარე

-“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება-პარტია “საქართველო”-ს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველად საქართველოს ისტორიაში მონაწილეობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ალექსანდრე გეჯაძე, პარტიის პროპორციული სიით. საქართველოს კანონმდებლობით საჯარო სამსახურში მყოფ პირს, რომელიც მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში ეძლევა უხელფასო შვებულება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.

სამწუხაროდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, როგორც ყოველთვის საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს და უკანონოდ უზღუდავს ჩვენს დეპუტატობის კანდიდატს უფლებებს, კერძოდ არ აძლევს საშუალებას წინა საარჩევნო აგიტაცია ჩაატაროს და ყავს უკანონოდ დაკავებული სამხედრო ნაწილში. პარტიამ ოფიცილურად მიმართა ამ დარღვევასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუმცა მ.პ.გ. პარტია “საქართველო”ს დეპუტატობის კანდიდატს კვლავ უკანონოდ უზღუდავენ უფლებებს და არ უშვებენ ნაწილიდან. ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია დეპუტატობის კანდიდატისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...