Home » მთავარი » “თავიდან ყველა იწყებს მარიხუანით და შემდეგ გადადის სხვა ნარკოტიკზე…”

“თავიდან ყველა იწყებს მარიხუანით და შემდეგ გადადის სხვა ნარკოტიკზე…”

მარიხუანას დეკრიმინალიზაციას საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად აფასებს. კანონის მიღებას განსაკუთრებულად სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. დეკანოზი მამა დავითი (ქვლივიძე):

“ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება დაღუპავს ქვეყანას. ჩვენ ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია და არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ყველაფერი არის გარედან თავსმოხვეული პროპაგანდის შედეგი. ხელისუფლებაში მოკალათებული გარკვეული ძალები კი დავალებას გულმოდგინედ ასრულებენ… ახლა ვიღაც ამაზე ქირქილს დაიწყებს და იტყვის, რა სისულელეა, აქ ლაპარაკია მხოლოდ “მსუბუქ ნარკოტიკზეო”… არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, ნარკოტიკი ნარკოტიკია. თავდაპირველად ყველა იწყებს მარიხუანით და მერე გადადის სხვაზე, ამის სტატისტიკაც არსებობს. ასე რომ, ცხადია, რას მოიტანს ეს ცვლილება.

რამდენიც უნდა იძახონ, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ქართულ დემოკრატიას სჭირდებაო, ვფიქრობ, ასე არ არის. ეს ცვლილება გამოიწვევს ნარკომანიის წახალისებას. და, თუ დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ისედაც ბევრი ეწევა, აკრძალვას რა აზრი აქვსო, ხვალ ყველა მოწევს. პირდაპირ ქუჩაში მიიღებენ ნარკოტიკს ადამიანები, სკოლაში მოწევენ ბავშვები და “დაბოლილები” ივლიან… ამას მოჰყვება სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე გადასვლა, მერე ოჯახიდან ნივთების გატანა, ქურდობა და სხვა მრავალი დანაშაული. ეს გვინდა?! სწორედ ეს პროცესები გვხევს უკან. შეხედეთ სხვა ქვეყნებს, რომლებშიც, უკვე დიდი ხანია, ნარკოტიკები ლეგალიზებულია, რაიმე კარგი მოიტანა ამ ყველაფერმა?! ამის მაგალითად კოლუმბიაც და ავღანეთიც გამოდგება. საბოლოოდ, კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ქვეყნის დაღუპვა და დაქცევა. ვის უნდა ეს? საქართველოს მტრებს, მათ, ვისაც ქართველი ხალხის ეროვნული იდენტობა აღიზიანებს და ძალ-ღონეს არ იშურებს, ერის მეხსიერებიდან წაშალოს ყველაფერი ქართული, ტრადიციული… აი, ეს არის ამ ყველაფრის მიზანი და ამისთვის ირჯებიან, თორემ ქართული დემოკრატია მათ არ აინტერესებს.

სოდომიაზეც იმავეს არ ამბობენ, არც ცოდვაა და არც გადახრა, ბუნებრივი მდგომარეობააო. გარდა ამისა, რომ გაიძახიან, ჩვენი კულტურითა და ცივილიზებულობით შევალთ ევროპაშიო,  რით შედიან ევროპაში, ნარკომანიით და სოდომიით? ეს არის ქართული კულტურა?! არ მინდა, დავიჯერო, რომ ქართველ ხალხს ისე დაებინდა გონება, რომ ვერ არჩევს შავს თეთრისგან და ვერ ხვდება იმას, რაც ელემენტარული ჭეშმარიტებაა…”

 

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...