Home » მთავარი » “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ქუთაისში ოპონენტებს დებატებში იწვევს

“თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი ქუთაისში ოპონენტებს დებატებში იწვევს

დავით ცხვარაძე

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლელა სებუამ საარჩევნო პერიოდში დარღვევებზე და ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ დისკრიმინაციაზე ისაუბრა.

სებუას თქმით სხვა მაჟორიტარობის კანდიდატები, ქალ კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებენ .

“ჩვენ გვესმის პოლიტიკოსებისგან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისგან, რომ მხარს უჭერენ გენდერულ ბალანსს, ქალების როლს პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად მათი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ხშირ შემთხვევაში ნეგატიურიც არის. ამის კარგი მაგალითია, ის რომ ჩემი ოპონენტები, რაღაც საკითხებზე ჩემს ნაცვლად ჩემს მეუღლეს ურეკავენ,”-აცხადებს ლელა სებუა.

ასევე ლელა სებუა ამბობს, რომ პარტიებში შიდაპარტიული რესურსებიც არათანაბრად ნაწილდება მამაკაც და ქალ კანდიდატებზე და უმეტეს წილად აქცენტი მამაკაც კანდიდატებზე კეთდება. მაჟორიტარობის კანდიდატმა ყველა კანდიდატი, რომელიც კენჭს იყრის 48-ე ოლქში, დებატებში გამოიწვია და მოუწოდა  გენდერული საკითხებთან დაკავშირებით საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში თესლბრუნვის პრაქტიკის დანერგვა დაფინანსდება

კორონავირუსთან  ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ფერმერები ინტენსიურად ...