Home » მთავარი » ,,თავისუფლება ჯარისკაცებს”-აქცია რუსთაველის მეტროდან იწყება

,,თავისუფლება ჯარისკაცებს”-აქცია რუსთაველის მეტროდან იწყება

ხვალ, 28 ივნისს, 12:00 საათზე ,,თავისუფალი დემოკრატები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებენ ქუჩის კამპანიას – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს”.

ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ერთვება ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, რომელიც ეხება ქალაქის ყველა უბნის, ყველა ქუჩის მკვიდრს, რათა ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში.
,,სახალხო კამპანია“ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა.
,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება’’, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აქციას მინსკში ექიმები შეუერთდნენ – “ერთად ძალა ვართ!”

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას ...