Home » მთავარი » „თავი დაანებეთ დემაგოგიას! ხელები შორს მედიისგან, ბატონო მეოცნებეებო!“

„თავი დაანებეთ დემაგოგიას! ხელები შორს მედიისგან, ბატონო მეოცნებეებო!“

ელენე ხოშტარიას სხდომათა დარბაზი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი პლაკატის გამოფენა უნდოდა, რისი საშუალებაც უმრავლესობამ არ მისცა. საბოლოოდ უმცირესობის დეპუტატს დარბაზი  დაატოვებინეს. ამ ფაქტს უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა:

ნაცები და ნეონაცები აკრავენ პლაკატს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წარწერა ღაღადებს -“არა მედიაზე შტურმს”. ჯერ ვიფიქრე, რა ცინიზმია მეთქი, მას შემდეგ რაც მათ ერთად გაუკეთეს მედიას ამ ქვეყანაში, რაც გაუკეთეს “იმედს” და “იბერიას” . აი რა იყო შტურმით აღება!!!!… ამათ ნამდვილად არა აქვთ ასეთი მოწოდების უფლება მეთქი.
მერე ვიფიქრე, იქნებ და ეს პლაკატი სხვანაირად უნდა მივიღოთ? იქნებ და გაუნათდათ გონება და საზმაუს შენობაში გუშინდელი შეჭრის შემდეგ ბოლოსდაბოლოს მიხვდნენ, რომ მედიაზე შტურმი მართლაც დაუშვებელია და მორიგი შეცდომა აღიარეს ამით? მესმის რომ “მაინორ იშშუა” და “თეიკითიზი” უნდა, მაგრამ მე არ მჯერა, ასეთი ტრანსფორმაციის“-წერს სოციალურ ქსელში კვაჭანტირაძე.

მის ამ მოსაზრებას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია პასუხობს და წერს:

-„და ამათ რომ არ აქვთ მოწოდების უფლება ეს რამეს ცვლის ქვეყანაში მედიის მდგომარეობის თვალსაზრისით? პრობლემა აღარ არის? მართლა არავინ ცდილობს დღეს მედიის ხელში ჩაგდებას, ზეწოლას, არასასურველი ჟურნალისტების და გადაცემების თავიდან მოცილებას? ვისაც გვაქვს უფლება, და ვთვლი რომ ნამდვილად გვაქვს, ისინიც რომ მოგიწოდებთ ამას არ იმჩნევთ ხო?

დიხ, ეს არის შეტევა მედიაზე და ხელები შორს მედიისგან, ბატონო მეოცნებეებო! რა მნიშვნელობა აქვს, როგორი მეთოდით შეეცდები მედიასაშუალების ხელში ჩაგდებას? ნაჯახით გამიჩეხავ თავს თუ უროს ჩამარტყამ თავში ჩემთვის რამეს ცვლის? თავი დაანებეთ დემაგოგიას! როცა ნაცმოძრაობა ანალოგიურად იქცეოდა ყველა დასაშვები ფორმით ვაპროტესტებდი და იგივეს გავაკეთებ ახლაც, როცა თქვენ ცდილობთ მათი გაკვალული გზით იაროთ!“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“არ ვუპირისპირდები ივანიშვილს, მაგრამ მოვუწოდებ, გამოასწორონ შეცდომა…”

საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას არ ეთანხმება. თუმცა ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები, ...